საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართა და შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო.
„გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან საქართველოს დროებითი საზღვრის გადმოწევის გამო“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე 1 ივნისს გამოქვენდა.
„ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული და მოულოდნელი ქმედება, მითუმეტეს იმ მცდელობების ფონზე, რასაც ჩვენი ქვეყნები ურთიერთობის ნორმალიზებისათვის აკეთებენ და რაც, საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ადვილად განსახორციელებელი არ არის“.
„ვიმედოვნებთ, თქვენ სწორ შეფასებას მისცემთ შექმნილ ვითარებას და მიიღებთ სათანადო ზომებს აღნიშნული მდგომარეობის დროულად გამოსწორებისათვის“, – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.