Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური: ივანიშვილსა და კერის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ივნ.'13 / 12:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის ესაუბრა ტელეფონით, რომელმაც ივანიშვილს სამძიმარი გამოუცხადა ავღანეთში 6 ივნისს შვიდი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო, იტყობინება საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.

ამავე ინფორმაციით, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მადლიერება გამოხატა ISAF-ის მისიაში საქართველოს წვლილის გამო და იმედი გამოთქვა, რომ „უახლოეს მომავალში  მხარეები პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს და იმსჯელებენ  ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული  პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე“.

„სატელეფონო საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გააგრძელებს სწრაფვას ევროატლანტიკური ალიანსისკენ და შეძლებს გახდეს  ნატოს წევრი ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა 7 ივნისს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ კერის „გულთბილი სატელეფონო ზარისთვის და საქართველოსთვის მძიმე  წუთებში გამოხატული მხარდაჭერისთვის“.   

ასევე პარასკევს აშშ–ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი ტელეფონით ესაუბრა თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ალასანიას, რათა სამძიმარი გამოეთქვა ავღანეთში შვიდი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

„აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს და აფასებს საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ოპერაციებში. საუბრისას მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცობასა და პროფესიონალიზმზეც“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყებამ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13