Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ–ის საელჩო: ‘საქართველოს მთავრობის ინტერესი აშშ–თან ძლიერი ურთიერთობების მიმართ არ განელებულა’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ივნ.'13 / 16:55

საქართველოს მთავრობის მხრიდან „გაუნელებელი ინტერესი“ არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძლიერი ურთიერთობების მიმართ, ისევე როგორც სურვილი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების მიმართ, ნათქვამია აშშ–ს საელჩოს მიერ 21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადება აშშ-ის საელჩომ იმ სტატიის საპასუხოდ გამოაქვეყნა, რომელიც Wall Street Journal–ში 20 ივნისს დაიბეჭდა, სათაურით „სანქციებით შევიწროებულები, ირანელები საქართველოში დიდ ინვესტიციებს დებენ“. სტატია, რომელიც ბოლო დროს ირანელების მხრიდან საქართველოში ბიზნეს საქმიანობისადმი ინტერესის ზრდაზე მოგვითხობს, მოცემულია რამოდენიმე დეტალური ინფორმაცია ეროვნებით ირანელი სამი პირის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ, მათ შორის კერძო ავიაკომპანია FlyGeorgia–სა და სს „ინვესტბანკში“.

სტატიის თანახმად, ირანის მხრიდან საქართველოში მზარდმა ბიზნეს საქმიანობამ “ობამას ადმინისტრაცია შეაკრთო, რადგან საქართველოსა და აშშ-ს შორის ღრმა  ურთიერთობები არსებობს... მაგრამ ირანთან მიმართებით, საქართველო, რომელმაც ცოტა ხნის წინ ისეთი პრემიერ–მინისტრი აირჩია, რომელსაც ნაკლებად პროამერიკული პოზიცია უკავია, ვიდრე ბატონ სააკაშვილს, ცდილობს [აშშ-გან] დამოუკიდებელი პოლიტიკა ქონდეს.“

როგორც ჩანს სტატიის ამ ნაწილთან მიმართებით, აშშ-ის საელჩო აღნიშნავს თავის განცხადებაში: „ამ სტატიაში მოცემული გარკვეული განცხადების საპირისპიროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძლიერი ურთიერთობების მიმართ საქართველოს მთავრობის ინტერესი არ განელებულა, ისევე როგორც საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის უწყვეტი ძლიერი სურვილი.“
 
„აშშ–ის წუხილები ირანის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებასთან  დაკავშირებით ბოლო წლებში გაიზარდა და [ეს შეშფოთება] სათავეს იღებს ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მოვიდოდა ხელისუფლებაში“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში. 

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ–ის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, რომ ხელი შეუშალოს ირანის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას, რომელთა შორის შასაძლოა ასევე იყოს ირანის მიერ საქართველოში ბიზნეს კავშირების გამოყენება.

„ჩვენ საქართველოსთან მჭიდროდ ვმუშაობთ ამ საკითხზე“, – განაცხადა საელჩომ.

2012 წლის დეკემბერში საქართველოს აშშ–ის სახელმწიფო ხაზინის მაღალი რანგის პირი სტუმრობდა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ირანის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულების საკითხი განიხილა.

საქართველოსა და ირანს შორის 2011 წლის იანვრიდან უვიზო მიმოსვლა მოქმედებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35