Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შიკორსკი: საქართველოში განვითარებული მოვლენებს დეტალურად დავაკვირდებით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ივნ.'13 / 14:47

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამიერიდან უფრო ყურადღებით დააკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მისი თქმით, „ოპოზიციას საჯაროდ ემუქრებიან პროკურატურის გამოყენებით“.

მან ეს განცხადება 24 ივნისს ლუქსემბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაზეც იმსჯელეს.

როდესაც მას საქართველოში არსებულ ვითარებაზე ჰკითხეს, კერძოდ კი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავების კონტექსტში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „[აღმოსავლეთ პარტნიორობის] ბევრ ქვეყანაში დიდი პროგრესია მიღწეული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სფეროსთან დაკავშირებით. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაასრულა შეთანხმების ტექსტზე მუშაობა, მაგრამ როგორც იცით, ასოცირების შესახებ შეთანხმებები უკვე ქვეყნებზეა დამოკიდებული... რომელთაც ყველას უნდა აჩვენონ, რომ უზრუნველყოფილი იქნება პატივისცემა იმ პრინციპების მიმართ, რომელთა ვალდებულებასაც ისინი იღებენ“.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ორი ქვეყანაა, რომელიც ჩვენ შეშფოთებას იწვევს – ერთი უკრაინაა, რომელსაც ჯერ არ მიუღია საარჩევნო კოდექსი და ჯერ არ განუხორციელებია სტალინის დროინდელი პროკურატურის რეფორმირება და სადაც არსებობს კარგად ცნობილი წუხილები შერჩევითი სამართლის თაობაზე [ყოფილი პრემიერ–მინისტრის] იულია ტიმოშენკოს დაკავებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შიკორსკიმ.

„და ქვეყანა, სადაც ჩვენ ვიწყებთ შეშფოთებას, არის საქართველო, სადაც ოპოზიციას საჯაროდ ემუქრებიან პროკურატურის გამოყენებით, თუ ისინი არ შეწყვეტენ მთავრობის კრიტიკას, რაც ევროპული სტანდარტებით მიუღებელი საქციელია“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ასევე ძალიან შეშფოთებულები ვართ წინასწარი დაკავებების ზედმეტად გამოყენებით იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ბრალეულობაც ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ამრიგად, ჩვენ საქართველოში განვითარებული მოვლენების დეტალური მონიტორინგის ეტაპზე გადავდივართ და ვიმედოვნებ, როგორც საქართველოს მეგობარი, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს და გააუმჯობესებს სტანდარტებს“, – განაცხადა შიკორსკიმ.

როდესაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სამართალდამცავების მიერ დაკავებულთა წამების ამსახველი ვიდეომასალის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ის კონკრეტულ საქმეებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა დასძინა: „დარწმუნებული ვარ, რომ წინა ხელისუფლებასაც აქვს პასუხი გასაცემი გარკვეულ საქმეებზე, მაგრამ სწორედ ის მეთოდები, წესები, რომლითაც საქართველოს მართლმსაჯულება ხელმძღვანელობს, ჩამოაყალიბებს აზრს .... ბრიუსელში“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34