Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკონსტიტუციო ცვლილებების სამართლებრივი პროცედურები დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ივნ.'13 / 11:38

პარლამენტმა 26 ივნისს მხარი დაუჭირა სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში განიხილავს ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

საერთო-სახალხო განხილვა ფორმალური პროცედურაა, რის შემდეგაც ინიციატივის განხილვისა და მიღების ეტაპი იწყება საკანონმდებლო ორგანოში.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც სამ დამოუკიდებელ კანონპროექტს მოიცავს, მიზნად ისახავს რიგი შესწორებების შეტანას, ძირითადად, 2010 წლის შემოდგომაზე მიღებულ იმ ახალ საკონსტიტუციო დებულებებში, რომლებიც 2013 წელს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან უნდა ამოქმედდეს.

წარმოდგენილი ცვლილებები ეხება პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საპარლამენტო კონტროლის შენარჩუნებას, რათა  პრემიერს აღარ მიენიჭოს უფლება პარლამენტთან შეუთანხმებლად შეცვალოს კაბინეტის მინისტრების 1/3-ზე მეტი; ბიუჯეტის კანონის მიღებასთან და მასთან დაკავშირებულ პარლამენტის შესაძლო დათხოვნის პროცედურებს; კონსტიტუციის გადასინჯვისთვის ამჟამად დადგენილი 2/3-იანი კვორუმის (100 ხმა) შენარჩუნებას, რათა წლის ბოლოს აღარ ამოქმედდეს 3/4-იანი კვორუმი (113 ხმა); და ასევე უფლებას აძლევს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს დაიკავონ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობები, რაც ამჟამად აკრძალულია.  

ამასთან, ცვლილებების თანახმად, ახალი საკონსტიტუციო დებულებების ამოქმედების ვადად განისაზღვრება „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტი“. ამჟამად ამოქმედების ვადად მითითებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს „მორიგი“ და ის აუცილებლად „ოქტომბერში“ უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, რისი ალბათობაც ნაკლებად რეალურია, ვეღარ ამოქმედდება ახალი საკონსტიტუციო დებულებები, რომელიც  მნიშვნელოვნად ზრდის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს პრეზიდენტის უფლებების შემცირების ხარჯზე. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16