Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას ბრალი წაუყენეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ივლ.'13 / 18:52

მთავარმა პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა დათა ახალაიას, რომელიც 2006 წელს დანაშაულის ჩადენის დროს შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს (კუდი) ხელმძღვანელობდა.

მასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდება წარედგინათ ასევე იმ დროისათვის კუდ-ის თანამშრომელს ოლეგ მელნიკოვს და იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილეს დავით ჩხიტუნიძეს. ამ უკანასკნელს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ბრალდება.

პროკურატურა დათა ახალაიას სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევას ედავება და ბრალს სდებს  წამების ორგანიზებაში, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და შეკვეთით; ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში; ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში.

ცოტა ხნის წინ გირგვლიანის საქმეზე პროკურატურამ ბრალი დასდო ასევე შსს-ის ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომელსაც ამ საქმეზე სასამართლომ წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა, თუმცა სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით ის კვლავაც წინასწარ პატიმრობაში რჩება. მერაბიშვილის მიმართ ბრალდების წარდგენისას, მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ „სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა... კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა“.

დათა ახალაიამ, რომელიც წლების განმავლობაში შსს-ში მუშაობდა, ხოლო  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, არჩევნების შემდეგ დატოვა  ქვეყანა; ახალმა ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და წამების სხვა საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

ამავე  საქმეზე ძებნილი ოლეგ მელნიკოვი დეკემბერში იქნა დაკავებული კიევში, თუმცა მისი ექსტრადირება ამ დრომდე არ განხორციელებულა. გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით წაყენებული ახალი ბრალით მელნიკოვს გამოძიება  თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დახმარებას ედავება.
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9