Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერ-მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ივლ.'13 / 16:39

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 12 ივლისს ბათუმში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს შეხვდა და სასამართლო ხელისუფლებას მთავრობისაგან დამოუკიდებლობას და „მაქსიმალური კონფორტის“ შექმნას დაპირდა.

პირველი ასეთი შეხვედრა მარტში მანამდე შედგა, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა განხორციელდებოდა. დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდა განახლებული იუსტიციის საბჭოს ახლადარჩეული მდივანი ლევან მურუსიძე.

„ჩვენ გვაქვს პრინციპული დამოკიდებულება, რომ სასამრთლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და საქართველოში უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, რაც წლების განმავლობაში აკლდა ჩვენს ქვეყანას“, - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ კომენტარებში.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა შეეცდეება „მაქსიმალური კომფორტი“ შეუქმნას სასამართლო კორპუსს, მათ შორის ხელფასების გაზრდის და სოციალურ-მატერიალური პირობების გაუმჯობესების გზით, რათა მან თავი იგრძნოს „დაცულად და დამოუკიდებლად“.

„ყველა მოსამართლემ უნდა იგრძნოს, რომ დღევანდელ მთავრობას, თუ გნებავთ, პოლიტიკურ ლიდერსაც, რომელსაც მე წარმოვადგენ დღეს, გვაქვს ეს განცდა, რომ სასამართლო და ყველა მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი თავისი გადაწყვეტილებების მიღებაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიესალმა პრემიერ-მინისტრის არაერთხელ მიცემულ „გარანტიას“, რომ  „არავითარი ზეწოლა არ მოხდება არანაირად სასამართლოზე“. 

„ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის და მეორე მხრივ, უკვე  თავად მოსამართლეები უნდა დადგნენ იმ სიმაღლეზე, რომ ვერასდროს მათი დამოუკიდებლობა შემდეგ ვერავინ ვეღარ შებღალოს და ვეღარ  ჩაერიოს მათ საქმიანობაში. ამ მიზანს ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მივაღწევთ“, - განაცხადა კუბლაშვილმა, რომელმაც ასევე გაუსვა ხაზი სასამართლოს მეტი დაფინანსებით უზრუნველყოფის საჭიროებას.

მისი და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა ბათუმში საქართველოსა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას ეძღვნება.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28