Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი ლიტვის ხელმძღვანელობას შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ივლ.'13 / 11:26

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 18 ივლისს ლიტვის ხელმძღვანელობასთან გამართა მოლაპარაკებები და საქართველოს ურთიერთობები განიხილა, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის კონტექსტში.

ვილნიუსში ერთდღიანი ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი თავის ლიტველ კოლეგას ალგირდას ბუტკევიჩიუსს, პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ვიდას გედვილასს შეხვდა.

ლიტვა, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს უმასპინძლებს, სადაც საქართველო იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მიაღწევს.

„ვიმედოვნებთ, რომ ვილნიუსის სამიტი შედეგს გამოიღებს. ევროკავშირს და საქართველოს აქვთ მისწრაფება, რომ წარმატებით დაასრულონ მოლაპარაკებები ასოცირებული შეთანხმების შესახებ“, – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, მისი ადმინისტრაციის პრეს–რელიზის თანახმად.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმები და განახორციელოს „დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპები“.

ლიტვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიდი მოლოდინები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება. მაგრამ ამისათვის საქართველომ უნდა უზრუნველყოს გამჭირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო პროცესი და კონსტრუქციული თანამშრომლობა ოპოზიციასთან დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე, განაცხადა პრეზიდენტმა გრიბაუსკაიტემ და ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.

თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ლიტვის პრემიერ–მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა განაცხადა, რომ ლიტვის ინტერესში შედის, რომ საქართველომ ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე წარმატებას მიაღწიოს. მან ასევე განაცხადა, რომ ლიტვა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა ვილნიუსის სამიტისთვის შესაძლებელი გახდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ლიტვა საქართველოს სანდო მეგობარია. მან ასევე განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება „მიღწევადია“.    

„რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნები მოახდენს ამაზე გავლენას, მაგრამ მე გარწმუნებთ თქვენც – ჩემი კოლეგაც დავარწმუნე – რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება სანიმუშო საქართველოს ისტორიაში. ჩვენ მოვახერხებთ და პირველად საქართველოს ისტორიაში სახელმწიფო რესურსები არ იქნება გამოყენებული რომელიმე ერთი კანდიდატის სასარგებლოდ და საერთოდ, ვფიქრობთ, რომ ყველაზე ტიპიური ევროპული არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში. ეს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ჩვენი შეთანხმების ხელმოწერას და შეიძლება უფრო მეტიც მივიღოთ არჩევნებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ივანიშვილმა.   
   
ლიტვის პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ორმხრივი ვაჭრობის და ეკონომიკური თანამშრომლობის, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის და ვიზების ლიბერალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.

ალგირდას ბუტკევიჩიუსმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ლიტვას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების სივრცე არსებობს, განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში.

„საქართველო ჩვენი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, თუმცა ჯერ კიდევ დიდი სივრცე არსებობს ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებისთვის. მივესალმებით უფრო ახლო თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს გაწევრიანება სატრანსპორტო გადაზიდვების Viking Project–ში ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს ბალტიის, შავი და კასპიის ზღვებს შორის სატრანსპორტო მომსახურების განვითარებისთვის.

19 ივლისს პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი ვიზიტს ვარშავაში განაგრძობს და თავის პოლონელ კოლეგას დონალდ ტუსკს,  სეიმის თავმჯდომარეს ევა კოპაჩს და სენატის თავმჯდომარეს ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
53