Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლონეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ვარშავაში შეხვედრა გამართეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ივლ.'13 / 12:46


საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პოლონეთის პრემიერ–მინისტრი დონალდ ტუსკი 19 ივლისს ვარშავაში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ფოტო: პოლონეთის მთავრობა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ქართველ კოლეგასთან, ბიძინა ივანიშვილთან ვარშავაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ 19 ივლისს განაცხადა, რომ შეხვედრამ გაუძლიერა რწმენა, რომ საჭიროა საქართველოს მხარდაჭერა განსაკუთრებით ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის  მოახლოებული სამიტის კონტექსტში.

ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრემიერმა ტუსკმა აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ხელისუფლების სათავეში საქართველოსა ან პოლონეთში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მეგობრულია, იუწყება პოლონური ტელევიზია TVN24. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქართველი კოლეგამ მას აღუთქვა რომ საქართველოში ოპოზიციის უფლებები დაცული იქნება.

პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა, რომელმაც ვარშავაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ლიტვის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრები ვილნიუსში, განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ პოლონელ კოლეგასთან ძალიან მეგობრული და თბილი შეხვედრა ჰქონდა. მან მადლობა გადაუხადა პოლონეთს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფების მიმართ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აქტიური მხარდაჭერისთვის.

„მე სიამოვნებით მივიღე ბევრი რჩევა ბატონი პრემიერისგან, რისთვისაც მადლიერი ვარ“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მან დონალდ ტუსკი საქართველოში მოიწვია.

19 ივლისს ბიძინა ივანიშვილი ასევე შეხვდა პოლონეთის სეიმის თავმჯდომარეს ევა კოპაჩს და სენატის თავმჯდომარეს ბოგდან ბორუსევიჩს.

ლიტვასა და პოლონეთში მისი ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას ივანიშვილმა განუცხადა ვარშავაში ქართველ ჟურნალისტებს, რომ მისი შეხვედრები "ძალიან წარმატებული" იყო.

„ძალიან აინტერესებთ მათ [ლიტვას და პოლონეთს], რომ ჩვენ ვილნიუსის სამიტზე, 27 ნოემბრისთვის ვიყოთ ძალიან წარმატებულნი, თავის მხრივ ისინი აღგვითქვამენ, რომ მხარს დაგვიჭერენ  მაქსიმალურად“, - განაცხადა ივანიშვილმა.

„ნატოს მიმართულებით გვქონდა საუბარი და მაქსიმალურ მხარდაჭერას აღგვითქვამენ. ჩვენ ველით, რომ ძალიან კარგი განცხადებები გაკეთდება შემდეგ წელიწადს საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით ნატოს მხრიდან“, - აღნიშნა მან.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი წარმატებული ვიზიტი გვქონდა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ, თუმცა დიდი დრო და დიდი ენერგია დავხარჯეთ იმისათვის, რომ ენახათ ჩვენი გულწრფელობა ჩვენს მეგობრებს და მე ბედნიერი ვარ, რომ მათ ეს დაინახეს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ლიტვასა და პოლონეთშიც არსებობს „განსხვავებული აზრი“ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, „მაგრამ გარწმუნებთ, რომ ვისაც ეჭვი დარჩა კიდევ ახალი ხელისუფლების ხელწერის მიმართ, არიან აშკარად უმცირესობაში“.     

„საერთო დამოკიდებულება როგორც ლიტვის, ისე პოლონეთის გახლავთ ძალიან მეგობრული ჩვენი ქვეყნისადმი და ახალ ხელისუფლებასთან მეგობრული ურთიერთობები, გარწმუნებთ, რომ გაიზრდება და გაღრმავდება, მაგრამ არავითარ ჩრდილი მას არ მიყენებია“, - განაცხადა მან.   

ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მან ლიტვასა და პოლონეთში გამართულ ყველა შეხვედრაზე წამოწია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ შექმნილი პრობლება, რაც რუსეთის მიერ ღობეების გავლებას უკავშირდება; მისი თქმით, მან თხოვა კოლეგებს, რომ „გააკეთონ განცხადებები ამის თაობაზე და პასუხი მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
65