Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ონიშჩენკო საქართველოს ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის თაობაზე აფრთხილებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ივლ.'13 / 14:12

მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ რუსეთმა ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე ემბარგო მოხსნა, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ გააფრთხილა, რომ თბილისში ამერიკის მთავრობის დაფინანსებით შექმნილი ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის არსებობა „საგრძნობლად შემზღუდველ ზემოქმედებას“ მოახდენს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე.

ონიშჩენკომ განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ 20 ივლისს, რომ ლაბორატორია წარმოადგენს „ძლიერ შეტევით პოტენციალს“.

„რუსეთს მიაჩნია, რომ ეს ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის პირდაპირი დარღვევაა“, – განუცხადა ონიშჩენკომ „ინტერფაქსს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 19 ივლისის განცხადება, რომელიც იარაღის კონტროლის და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიშის საპასუხოდ გაკეთდა, შეიცავს მინიშნებას, სავარაუდოდ, თბილისში მდებარე ბიოლოგიურ ლაბორატორიაზე. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია: „აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ბიოლოგიური საქმიანობა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.

ონიშჩენკომ ასევე განუცხადა „ინტერფაქსს“ 20 ივლისს: „კონტაქტების გაფართოებასთან ერთად, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ღვინის, ბოსტნეულის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების მიწოდების გაფართოებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო გაიზრდება ჩვენი შეშფოთება საქართველოს ტერიტორიაზე აშშ–ის საზღვაო ძალების ბიოლოგიური ლაბორატორიის არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება".

„როსპოტრებნადზორი კმაყოფილებით აღნიშნავს ქართულ მხარესთან ურთიერთქმედების პოზიტიურ განვითარებას ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე. ახლოსაა ის დღე, როდესაც საქართველოდან რუსეთში მილიონი ლიტრი ღვინის პროდუქციის მიწოდება განხორციელდება. მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე აშშ–ის საზღვაო ძალების სამხედრო ლაბორატორიის არსებობის ფაქტორი საგრძნობლად შემზღუდველ ზემოქმედებას მოახდენს“, – განაცხადა მან.

შეერთებულმა შტატებმა უკვე განახორციელა 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია რიჩარდ გ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში, რომელიც მიზნად ისახავს „გააძლიეროს და განავითაროს საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანდაცვა ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და კვლევის გზით“.

აშშ–ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა მაისის დასაწყისში, როდესაც ის პრემიერ–მინისტრ ივანიშვილთან ერთად ლაბორატორიას სტუმრობდა: „ეს ქართული ობიექტია და მისი კონტროლი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე გადადის, რომელიც განახორციელებს მის მართვას ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტებთან თანამშრომლობის და პარტნიორობის გზით“.

„ამ ობიექტს რეგიონალური მნიშვნელობა აქვს. ეს არის უმაღლესი დონის ობიექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს რეგიონის მასშტაბით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ლაბორატორია ღიაა რეგიონიდან ნებისმიერი ექსპერტის მონაწილეობისთვის.

„ეს არის ღია მოწვევა მონაწილეობისთვის ამ უმაღლესი დონის სამეცნიერო დაწესებულაში“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28