Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შსს–ს თქმით, ზუგდიდის ინციდენტთან დაკავშირებით 12 პირია დაკავებული
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ივლ.'13 / 20:21

შსს–ს განცხადებით, 12 პირი იქნა დაკავებული მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიმართულებით სხვადასხვა საგნები ისროლეს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ზუგდიდში პრაიმერის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდნენ.

მომიტინგეები შაბათს საღამოს ზუგდიდის თეატრის წინ შეიკრიბნენ, სადაც ნაციონალური მოძრაობის კონფერენცია იგეგმებოდა. მათი თქმით, ისინი ქალაქში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ჩასვლას აპროტესტებდნენ. პოლიციამ დერეფანი გააკეთა თეატრისკენ კონფერენციის მონაწილეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის. სამართალდამცავები საშუალებას არ აძლევდნენ მომიტინგეებს, რომ ზუგდიდის თეატრის შესასვლელს მიახლოებოდნენ.

როგორც კი ნაციონალური მოძრაობის წევრები და დელეგატები გამოჩნდნენ, მომიტინგეები შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდნენ მათ, ხოლო მაშინ, როცა თეატრს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და დეპუტატები, მათ შორის საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილე კანდიდატები მიუახლოვდნენ, პოლიციის კორდონს მიღმა მყოფმა მომიტინგეებმა მათი მიმართულებით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს, რომელთა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, ქვებიც იყო; ნაციონალური მოძრაობის წევრები შენობაში პოლიციელების თანხლებით შევიდნენ.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ხალხის მობილიზება აქციაზე ქართული ოცნების მომხრე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახდინეს, რათა ზუგდიდში პრაიმერი ჩაეშალათ. ნაციონალური მოძრაობის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია იმ პირთა დადგენა, რომელთაც ეს „ქვების სროლის“ აქცია მოაწყვეს.

ეს უკვე მეოთხე რეგიონალური კონფერენცია იყო ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის ფარგლებში, რომელიც ოთხ კანდიდატს შორის დებატების ფორმატს მოიცავს; თითოეული ასეთი კონფერენციის დელეგატები დებატების შემდეგ თავიანთ სასურველ კანდიდატს აძლევენ ხმას. წინა სამი კონფერენციის მსგავსად, ზუგდიდში პრაიმერი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოიგო. კიდევ ორი კონფერენცია უნდა ჩატარდეს, და გამარჯვებული, სავარაუდოდ დავით ბაქრაძე, 27 ივლისს თბილისში დაგეგმილ კონფერენციაზე გამოცხადდება. კონფერენციის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს და ლიდერებს ადგილის დატოვება მომიტინგეების შეურაცხმყოფელი შეძახილების ფონზე მოუხდათ.      

ზუგდიდის ინციდენტის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

„სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანის მხრიდან დაფიქსირდა ძალადობა კონკრეტული ადამიანების მისამართით – მე ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის წევრებს. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ადამიანები იქნებიან დადგენილი და დასჯილი სამაგალითოდ. ჩვენ შევპირდით მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნება სამაგალითო. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.     

შაბათს საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა მოკლე განცხადებაში, რომ 12 პირი იქნა დაკავებული. ამავე ინფორმაციით, საქმე აღიძრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით, რომელიც „წვრილმან ხულიგნობას“ გულისხმობს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14