Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პირველი არხის პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები სამსახურიდან დათხოვნას აპროტესტებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 სექ.'13 / 20:53

საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე აპროტესტებენ პირველი არხიდან დათხოვნას და მათი გადაცემების დახურვას, როგორც „პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას“.

არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ წამყვანების გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება 17 სექტემბერს მიიღო, როგორც თავად განმარტა, ამ ორი ჟურნალისტის მიკერძოებული პოზიციის გამო.

„ჩვენ მოვიქეცით სრულიად სამართლიანად, საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი შინაარსით, თავის დამოკიდებულებით, თავის  წესით,  კანონით არ მიესადაგება იმათი [კვესიტაძის და პაიჭაძის] ტონი, ისინი წარმოადგენენ მხარეს და გაღიზიანებულია მოსახლეობა“, - განაცხადა ტყემალაძემ, „რატომ უნდა ავანერვიულოთ ეს ხალხი [მაყურებელი]? არ არის ისეთი თოქ–შოუ მისაღები, რომელიც მხარეს წარმოადგენს“.

მაუწყებლობის შესახებ კანონი, საზოგადოებრივ მაუწყებელს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური დებატების ორგანიზებას ავალდებულებს.

ეკა კვესიტაძის გადაცემა „აქცენტები“ და თოქ-შოუ „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“, რომლებიც ივლისიდან ზაფხულის სეზონის გამო შეჩერდა, არხზე ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად აღარ განახლებულა, ისევე როგორც არ დაწყებულა რაიმე ალტერნატიული თოქ-შოუ.  

„პოლიტიკით ნაკარნახევი გადაწყვეტილებაა ის, რომ სახელდობრ ის პოლიტიკური თოქ–შოუები, რომელიც მიგვყავდა ეკას და მე, არ იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში“, - განაცხადა დავით პაიჭაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში კვესიტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ არხიდან მათი გაშვება უკავშირდება პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ის მისი კუთვნილი მეცხრე არხისაგან გათავისუფლების ერთ-ერთ ვარიანტად საზოგადოებრივ მაუწყებელთან მის შეერთებას განიხილავდა. ივანიშვილმა ეს ვარიანტი მალევე უარყო, ხოლო აგვისტოს ბოლოს მეცხრე არხი საერთოდ დახურა

„რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა კვესიტაძემ, „ჩვენ გუშინ ვიგებთ ამბავს, რომ [პირველ არხზე] ყოველდღიური თოქ–შოუს წამყვანი იქნება ეკა ბერიძე, ბიძინა ივანიშვილის კერძო ტელევიზიის მე–9 არხის წამყვანი... რა ლოგიკით ვართ ჩვენ მიკერძოებულები და ეკა ბერიძე არ იქნება მიკერძოებული? აქ ძალიან მარტივად არის საქმე: ბიძინა ივანიშვილმა, რაც თქვა ის შეასრულა, მე–9 არხის თანამშრომლები აქ გადმოიყვანა, არ შეასრულა მხოლოდ ერთი პირობა -  ტექნიკა არ მიუცია პირველი  არხისთვის“.

პაიჭაძისგან განსხვავებით, კვესიტაძე აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს და ასევე გეგმავს უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრას, რათა „მივაწოდო ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ ხდება თავისუფალ მედიაზე ზეწოლა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ“.

მანამდე კი გათავისუფლებული ჟურნალისტები 20 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს დაგეგმილი სხდომის ფარგლებში მათი დათხოვნის დასაბუთების მოსასმენად ითხოვენ თამაზ ტყემალაძესთან შეხვედრას, რომელიც გენერალური დირექტორის მოვალეობას 6 სექტემბრიდან ასრულებს მას შემდეგ, რაც მაუწყებლის „ბორდმა“ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი მეორედ გადააყენა თანამდებობიდან.

ამასთან, პრესკონფერენციის  მიმდინარეობისას დაპირისპირების ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. კვესიტაძეს და პაიჭაძეს სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი კაკაბაძე და გია კორკოტაშვილი პრესკონფერენციის დარბაზში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი მაუწყებლის შენობის გარეთ დაიძაბა ვითარება, სადაც გათავისუფლებული ჟურნალისტების  მომხრეები და მოწინააღმდეგეები პარალელურ აქციებს მართავდნენ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25