Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 23 კანდიდატი დარეგისტრირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 სექ.'13 / 17:31

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორშაბათს განაცხადა, რომ 23 პრეზიდენტობის კანდიდატი დაარეგისტრირა 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის.  

პრეზიდენტობის 23 კანდიდატი რეკორდული მაჩვენებელია საქართველოს საარჩევნო ისტორიაში. ყველაზე მეტი  - 7 კანდიდატი 2008 წლის 5 იანვრის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, 1991 წლიდან ჩატარებულ ყველა დანარჩენ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატთა მაქსიმალური რაოდენობა 6-ს შეადგენდა.

ცესკოს მიერ დარეგისტრირებული კანდიდატებიდან 10 პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ხოლო 13 დამოუკიდებელი, საინიციატოვო ჯგუფების მიერ არიან წარდგენილნი.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს: გიორგი მარგველაშვილმა - ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; დეპუტატმა დავით ბაქრაძემ - ნაციონალური მოძრაობა; ნინო ბურჯანაძემ - დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო; შალვა ნათელაშვილმა - ლეიბორისტული პარტია; გიორგი თარგამაძემ - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; კობა დავითაშვილმა - ხალხის პარტია; ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა - საქართველოს ევროპელი დემოკრატები; აკაკი ასათიანმა -  ტრადიციონალისტები; სერგო ჯავახიძემ - სამართლიანი საქართველოსთვის; აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ თეიმურაზ მჟავიამ - ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია.

ამ კანდიდატებიდან მხოლოდ შვიდს აქვს კამპანიის ფარგლებში უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლება, ვინაიდან მათი წარმდგენი პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ. კვალიფიციური სუბიექტებისთვის დაწესებული ამ საკანონმდებლო პრივილეგიით ვერ ისარგებლებენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები ნინო ბურჯანაძე და აკაკი ასათიანი; ასევე ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც უკვე მეორედ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში.

13 დამოუკიდებელ კანდიდატს შორის არიან: ნესტან კირთაძე, ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი; ქართლოს ღარიბაშვილი, რომელსაც სამ საპრეზიდენტო არჩევნებში აქვს მონაწილეობა მიღებული; ავთანდილ მარგიანი და თამაზ ბიბილური - ორივეს სურდა წინა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა, თუმცა მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები; და საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი კანდიდატები: მიხეილ  სალუაშვილი; ლევან ჩაჩუა; ნუგზარ ავალიანი; გიორგი ჩიხლაძე; თეიმურაზ ბობოხიძე; ნინო ჭანიშვილი; მამუკა ჭოხონელიძე; გიორგი ლილუაშვილი და მამუკა მელიქიშვილი.

კანდიდატების რეგისტრაცია ცესკომ კანონით დადგენილ ვადაზე, რომელიც 27 სექტემბერს იწურებოდა, ოთხი დღით ადრე დაასრულა.

ამასთან, კანონმდებლობა რეგისტრირებულ კანდიდატს უფლებას აძლევს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 17 ოქტომბრამდე თქვას; თუ კანდიდატი ამ ვადის შემდეგ მოხსნის თავის კანდიდატურას, მისი გვარი მაინც იქნება წარმოდგენილი საარჩევნო ბიულეტენში.

თავდაპირველად კანდიდატობის სურვილი სულ 54-მა პირმა გამოთქვა, საიდანაც 31-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

აქედან, ცესკოს ინფორმაციით, თორმეტს იმის გამო ეთქვა, რომ  მხარდამჭერთა სია არ წარადგინა 17 სექტემბრამდე; შვიდს - პირადი განცხადების საფუძველზე; სამს - არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის გამო; ორს მხარდამჭერთა სიაში ხარვეზის არ გამოსწორების გამო; ერთს -  მხარდამჭერთა სიებში ხელმოწერების ნაკლებობის გამო; ერთს - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო, ხოლო დანარჩენ ხუთს, მათ შორის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს, ორმაგი მოქალაქეობის გამო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25