Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი მავთულხლართების გავლებაზე კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 სექ.'13 / 14:34

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა ორშაბათს, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე მავრთულხლართების გაბმის შედეგად საქართველომ იმაზე მეტი სასოფლო–სამეურნეო მიწები დაკარგა, ვიდრე თამარაშენსა და ქურთაში - სოფლებში, რომლებიც თბილისმა სხვა სოფლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაკარგა. 

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ კონტროლი უფრო მეტ სასოფლო–სამეურნეო მიწაზე, ვიდრე იყო ქურთასა და თამარაშენში, ოღონდ იმ პირობებში, როცა ამის შესახებ პრაქტიკულად ვერავინ ვერ გაიგო და რუსეთმა არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა“, – განაცხადა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო კომენტარში ნიუ–იორკიდან, სადაც ის გაეროს გენერალურ ასამბლეას ესწრება.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსი სამხედროების მიერ ღობეების აღმართვის პროცესმა და ამ ხაზის საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევამ აჩვენა, რომ მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მის მიმართ პრეზიდენტ პუტინის პირადი სიძულვილის შედეგია, მცდარი აღმოჩნდა.

„ახლა ხომ დავრწმუნდით, რომ რუსეთი ახორციელებს გეგმაზომიერ შეტევას საქართველოს სუვერენულ საზღვრებზე მიუხედავად იმისა, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში“, – განაცხადა მან, „ყველა პოლიტიკურმა ძალამ, მთავრობამ და მეც უნდა გამოვიჩინოთ ერთიანობა, სიმტკიცე ... და ვიბრძოლოთ საქართველოს ინტერესებისთვის“.

მან ასევე განაცხადა, რომ მაშინ როცა საქართველოს პრემიერ–მინისტრი „არ ყოფილა მიწვეული არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში“, საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მოსკოვს სტუმრობდა. პროკურატურის განცხადებით, კბილაშვილმა 8–12 სექტემბერს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მოსკოვში გაიმართა.

„ბევრი სხვა გაუგებარი რევერანსი გაკეთდა [რუსეთის წინაშე], ეს არის სისუსტის გამოსხივება“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ რუსეთთან „წაწოლის“ დრო არ არის და ეს კონტრპროდუქტიული იქნება.

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განთავსებულმა რუსმა სამხედროებმა სოფელ დვანის მახლობლად მდებარე ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვა მიმდინარე კვირას განაახლეს. ადგილობრივი ქართული მოსახლეობა ჩივის, რომ მათი სავარგულები ღობეებს მიღმა რჩება. სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლება უარყოფს, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევას აქვს ადგილი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში და აცხადებს, რომ „სახელმწიფო საზღვარი“ საბჭოთა დროინდელი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისადაა მონიშნული.

ეს საკითხი პრეზიდენტობის ზოგიერთი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ნაწილიც გახდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 23 სექტემბერს დვანში ჩავიდა და განუცხადა ადგილობრივებს, რომ არჩევის შემთხვევაში იგი შეწყვეტს საზღვრის მონიშვნის რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ როდესაც ის ხედავს, რომ საზღვრები იცვლება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან არანაირ ქმედებას არ აქვს ადგილი ამის შესაჩერებლად, მას ისეთი შეგრძნება უჩნდება, რომ თითქოს ქვეყანას ხელისუფლება საერთოდ არ ჰყავს.

პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შესწევს უნარი შეაჩეროს ეს „მცოცავი ანექსია“. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთთან რიტორიკის შემსუბუქება არ მუშაობს.      

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო პროვოკაციებზე არ წამოეგება. მისი თქმით, რუსეთი მავთულხლართებს და კედლებს აგებდა ევროპაში და ალბათ მიაჩნდა, რომ ეს სწორი პოლიტიკა იყო, მაგრამ ბერლინის კედლის მსგავსად, საქართველოში გაბმულ მავრთულხლართებს მომავალი არ აქვთ. 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19