Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის თქმით, ახალ მთავრობაში შესაძლოა მაქსიმუმ ორი მინისტრი შეიცვალოს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 სექ.'13 / 18:31

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა ამჟამინდელ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მაქსიმუმ ორი მინისტრი შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც ის დატოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს.

„ერთი შეიძლება იყოს ცვლილება, ერთი ორი მაქსიმუმ - მეტ ცვლილებას მე ვერ ვხედავ“, - განუცხადა ივანიშვილმა პოლიტოლოგებს და ექსპერტებს მის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„სუსტი არ იქნება ის მთავრობა, რომელსაც დავტოვებ პრემიერის მეთაურობით, გარწმუნებთ“, - განაცხადა მან.

შემდეგ მან შეაქო მოქმედი მინისტრები, როგორც „კარგი“ და „ძალიან კარგი“.

„შემიძლია ეს როდესაც წავალ მთავრობიდან პირდაპირ ვთქვა, ვის ვგულისხმობ, რომ არის ძალიან კარგი და ვის ვგულისხმობ, რომ არის კარგი“, - განაცხადა მან.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ „არის ეჭვები ერთი ორ“ მინისტრზე, მაგრამ „სწორდებიან ჩემი აზრით“ და მათ „ალბათ“ არასდროს არ დაასახელებს, „თუ თვითონ გასწორდებიან“.

მისი თქმით, პოლიტიკიდან საზოგადოებრივ სექტორში მისი გადასვლის შემდეგ საქართველოს ეყოლება  „ძალიან კარგი მინისტრები და ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი“. 

მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის მთავრობაზე "გავლენას“ მოახდენს „აქტიური მოქალაქის პოზიციიდან“ საჯაროდ და „არა  იატაკქვეშეთიდან, არა ზურგს უკან“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17