Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის იუსტიციის საბჭოს მდივანს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ოქტ.'13 / 13:34

სასამართლო სისტემაში ხელფასების გაზრდასა და სასამართლო რეფორმაში იუსტიციის საბჭოს როლის გააქტიურებაზე იმსჯელეს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და იუსტიციის საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ 1 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ სატელევიზიო განცხადებაში შეაქო „ახალი მთავრობის მოსვლის შემდგომ დემოკრატიული წესით არჩეული“ იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომელიც მისი თქმით, ზრუნავს მოსამართლეთა სოციალურ გარანტიებზე და ასევე განწყობილია და პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ „ყოველგვარი გავლენისგან გაათავისუფლოს სასამართლო სისტემა“, რათა მან მოიპოვოს „პრესტიჟი და ნდობა“ მოსახლეობაში.

„ყველა მოსამართლემდე მიიტანს ამ მუხტს და გამოკვეთილად იმუშავებს იმაზე, რომ ყველა მოსამართლემ იგრძნოს, რომ მათ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ის დამოუკიდებელი იქნება ყოველგვარი ზეგავლენისაგან“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ახალი ხელისუფლება „ვერ გაბედავს“ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და იმავდროულად, „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ“, რომ წინა ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული მოსამართლეთა კორპუსი ყოფილი ხელისუფლების გავლენისგანაც გათავისუფლდება.  

პრემიერ-მინისტრი ასევე დაპირდა როგორც მოსამართლეთა ხელფასების, ისე სასამართლოს აპარატის თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას. მურუსიძის თქმით, მოსამართლეების პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მათ „ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ“.

ამჟამად მოქმედ მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება 2 300 ლარიდან 5 650 ლარამდე მერყეობს იმის მიხედვით, თუ რომელ ინსტანციაში რა თანამდებობას იკავებს ესა თუ ის მოსამართლე. ამასთან, ყველაზე დაბალი ხელფასი რეზერვში მყოფ მოსამართლეს ერიცხება 500 ლარის ოდენობით, საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა ხელფასები 2 300-2500 ლარის ფაგლებში მერყეობს; სააპელაციო სასამართლოში - 2 500-4 200 ლარის; ხოლო ყველაზე მაღალი ხელფასები, რომელთა განაკვეთიც 4 400 ლარიდან იწყება, აქვთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი 5 650 ლარს შეადგენს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23