Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ოქტ.'13 / 14:47

პარლამენტმა 4 ოქტომბერს მესამე და საბოლოო მოსმენით 103 ხმით ერთხმად მიიღო კონსტიტუციაში ცვლილებები, რომელიც პრემიერ-მინისტრის გარკვეულ უფლებამოსილებებს ზღუდავს ახალ საკონსტიტუციო მოდელში, რომელიც ძალაში 27 ოქტომბერს არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან შევა.

ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი დაუჭირა ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. პირველად პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერით პარლამენტმა მარტში შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლითაც პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიზღუდა.

4 ოქტომბერს მიღებული კანონპროექტის თანახმად, რომელიც ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი სააკაშვილი მოაწერს ხელს, პარლამენტს დარჩება ბერკეტი, რომ მთავრობის წევრთა 1/3-ით განახლების შემთხვევაში, ხელახლა გამოუცხადოს ნდობა პრემიერ-მინისტრს და მის კაბინეტს; ამჟამად მოქმედი ამ დებულების ძალაში დატოვება ნიშნავს იმას, რომ პრემიერ-მინისტრს აღარ მიენიჭება უფლება, რომ პარლამენტის გვერდის ავლით გამოცვალოს მთავრობის მთლიანი შემადგენლობა.

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, უქმდება ახალ კონსტიტუციაში ჩადებული დებულება, რომელიც უფლებამოსილებას აძლევდა პრემიერ-მინისტრს, რომ ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხი დაესვა, რის შემდეგაც პარლამენტს ორი არჩევანი რჩებოდა: ან კანონპროექტის ერთი მოსმენით დამტკიცება ან მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება.

ასევე ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციას ემატება ბიუჯეტის კანონის მიღებასთან დაკავშირებული ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში ვერ მიიღებს ბიუჯეტის კანონს, მაშინ ეს ავტომატურად ჩაითვლება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად, ხოლო თუ პარლამენტი ვერ შექმნის ახალ მთავრობას, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

ამჟამად მოქმედი ნორმით, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობას შესაძლოა მოჰყვეს პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენება ან პარლამენტის დათხოვნა.

ამასთან, ქართული ოცნების მიერ ასევე ინიცირებულია კონსტიტუციაში ცვლილებების სამი პროექტი: ერთი ეხება კონსტიტუციის გადასინჯვისთვის საჭირო კვორუმის 2/3-ზე შენარჩუნებას, ნაცვლად იმისა, რომ ის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ¾-მდე გაიზარდოს; მეორე კანონპროექტი იმ დებულების გაუქმებას ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქ ქუთაისს განსაზღვრავს; ხოლო მესამე პროექტი უფლებას აძლევს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს დაიკავონ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობები, რაც ამჟამად აკრძალულია - ამ კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე ჯერ არ დაწყებულა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41