Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასჯელაღსრულების სამინისტროს ბაჩო ახალაიას უკანონო თვალთვალში ადანაშაულებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ოქტ.'13 / 13:25

სათვალთვალო კამერით იმ საკანში გადაღებულმა ვიდეომ, სადაც ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ ბრალდებები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ ის საუბრების უკანონო მოსმენას ახორციელებდა ახალაიას და მის მნახველებს შორის, რომელთა შორის ასევე იყვნენ ადვოკატები და დეპუტატი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 3 ოქტომბერს იმ ვიდეომასალის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე საათიანია და 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი ახალაიას საკანში. ერთ მომენტში ჩანს, როგორ ესაუბრება ახალაია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს აკაკი მინაშვილს, ხოლო მეორე ეპიზოდში ჟურნალისტს, რომელიც იმ დროს სახალხო დამცველის საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი იყო.

დაპირისპირება არა ვიდეო თვალთვალმა გამოიწვია, არამედ იმ ფაქტმა, რომ ვიდეოჩანაწერი შეიცავდა აუდიოჩანაწერსაც, სადაც ახალაიას და მის მნახველებს შორის საუბრები ისმოდა. ახალაიას ადვოკატებმა და ზოგიერთმა უფლებადამცველმა ჯგუფმა განაცხადეს, რომ ეს კანონდარღვევაა.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალაიას საკანზე „ელექტრონული მეთვალყურეობა“ უსაფრთხოების მიზნით ხორციელდებოდა და ეს თავად ახალაიას თანხმობის საფუძველზე კეთდებოდა; სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ახალაიას ასევე შეეძლო ცალკე გამოყოფილ სივრცეში შეხვედროდა თავის მნახველებს, სადაც  „ელექტრონული მეთვალყურეობა“ შემოიფარგლებოდა მხოლოდ „ვიზუალური კონტროლით“.

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა 4 ოქტომბერს, რომ კანონი „ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობის“ საშუალებას იძლევა. მან განაცხადა, რომ „ვიზუალური“ ნიშნავს ვიდეო მეთვალყურეობას, ხოლო „ელექტრონული“ ნიშნავს მეთვალყურეობას ყველა სხვა საშუალებით.

თუმცა, კანონი ანსხვავებს „ელექტრონულ“ და „აუდიო“ მეთვალყურეობას და აღნიშნავს, რომ ციხის ადმინისტრიაციას შეუძლია განახორციელოს „აუდიო, ვიზუალური და ელექტრონული კონტროლი“ მას შემდეგ, რაც ამის თაობაზე პატიმარს შეატყობინებს.

ახალაიას ადვოკატები აცხადებენ, რომ მაშინ როდესაც მათმა კლიენტმა ვიდეო მეთვალყურეობაზე თანხმობა განაცხადა, აუდიო მეთვალყურეობაზე მას ნებართვა არ გაუცია, რაც კანონდარღვევაა და ასევე არღვევს ადვოკატებსა და ახალაიას შორის შეხვედრების კონფიდენციალურობას. მათ ასევე განაცხადეს, რომ ციხის ადმინისტრაციას სასამართლოს ნებართვა სჭირდებოდა ამგვარი მეთვალყურეობის განსახორციელებლად.

პროკურატურამ განაცხადა 4 ოქტომბერს, რომ გამოძიება დაწყებულია სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების საქმეზე. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17