Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ადმინისტრაციულ საზღვრებზე მდებარე სოფლების საჭიროებებზე 20 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ოქტ.'13 / 17:25

20 მლნ ლარი სჭირდება იმ გეგმების რეალიზებას, რომელიც სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვარზე მდებარე სოფლების დასახმარებლად დაისახა, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.

ნარმანია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან ერთად თანათავმჯდომარეობს იმ დროებით სამთავრობო კომისიას, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისთვის სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით შეიქმნა იმ ფონზე, როცა რუსეთმა მავთულხლართებით ე.წ. საზღვრის მოწყობის პროცესი გაააქტიურა.

კომისიამ 16 ოქტომბერს თავის მორიგ შეკრებაზე ამ სოფლების გაზიფიცირების, ელექტროგამრიცხველიანების, შეშით მომარაგების, სოციალური  დახმარების დარეგულირების, ამბულატორიების მშენებლობის, მიწების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობების გაცემის და სკოლების რეაბილიტაციის საკითხებზე იმსჯელა.

„მთლიანობაში საჭირო 20 მილიონი ლარის ნაწილით უნდა დაფინანსდეს ის ღონისძიებები, რაც წლის ბოლომდე მოესწრება. დანარჩენი ღონისძიებები, მათ შორის გაზიფიცირება, მომავალი წლის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს“, - განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ ეს თანხები სამინისტროების არსებული დაფინანსების ფარგლებში იქნება მობილიზებული, ვინაიდან კანონმდებლობა მთავრობას წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფას უკრძალავს.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, სოფლების გამრიცხველიანებასა და გაზიფიცირებას მთავრობა ექვს თვეში ვარაუდობს. ასევე დაგეგმილია გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში 19 ახალი ამბულატორიის აშენება.

იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა კომისიის სხდომაში, განაცხადა, რომ საჯარო რეესტრი ადმინისტრაციულ საზღვრის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას უსასყიდლოდ დაურეგისტრირებს მათ სარგებლობაში არსებულ მიწებს.

საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სტივ ჰაიკინმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა კომისიის სხდომაში, განაცხადა, რომ იმ მიმდინარე პროექტებთან ერთად, რომელსაც სააგენტო ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გზებისა და საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციის მიმართულებით ახორციელებს, „დგება საკითხი, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ სახელმწიფოს გადაუდებელ საჭიროებებს უპასუხოს“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
6