Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლავროვი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ოქტ.'13 / 14:25

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთის მიმართ „კეთილმეზობლურ“ პოლიტიკას გაატარებს. 

„ვუსურვებთ ქართველ ხალხს მალე დაასრულონ ხელისუფლების ახალი ორგანოების ფორმირებისთვის ყველა საორგანიზაციო საკითხი და ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის მიმართულებით ეს ხელისუფლება გაატარებს მეგობრულ, კეთილმეზობლურ პოლიტიკას ამ, არც ისე მარტივ რეგიონში არსებული თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით“, - განაცხადა ლავროვმა 28 ოქტომბერს „რია ნოვოსტის“ ცნობით.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, არსებული ინფორმაციის თანახმად „არჩევნებმა ჩაიარა თავისუფლად, სამართლიანად, არავინ მის შედეგებს არ აპროტესტებს“. 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც უბნების 99%-ის შედეგებს ეყრდნობა, 27 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 62.12%-ით დამაჯერებლად გაიმარჯვა; მას 21.72%-ით სამჯერ ჩამორჩება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და ექვსჯერ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელსაც ამომრჩეველთა 10.18%-მა დაუჭირა მხარი. 

 
 
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39