Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შვიდი თანამშრომლის საქმეზე ახალაია გაამართლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 ოქტ.'13 / 13:03


ბაჩო ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში, 31 ოქტომბერი. ფოტო: ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ყოფილ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრს ბაჩო ახალაიას იმ საქმეზე, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შვიდი თანამშრომლის მიმართ წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს მოიცავს.

სასამართლომ 31 ოქტომბერს ასევე  გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა იმავე საქმეზე დანარჩენ შვიდ ბრალდებულს. 

ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ 2012 წლის აგვისტოში, ახალაიამ, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შვიდი თანამშრომლის მიმართ განახორციელა დასჯა-წამება  და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაუკეთა ორგანიზება სპეცრაზმელების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

ახალაია და დანარჩენი შვიდი ბრალდებული უარყოფდნენ ბრალდებებს და აცხადებდნენ, რომ პროკურატურა შეეცადა, რომ ჯარისკაცების სამხედრო წვრთნა არაჰუმანურ მოპყრობად წარმოეჩინა.

ეს უკვე მეორე საქმეა, რომელზეც ახალაია, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააკავეს სხვადასხვა ბრალდებებით, გაამართლეს.  

ერთ საქმეზე იგი 1 აგვისტოს უდანაშაულოდ ცნეს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და წამებას ეხებოდა სამ ცალკეულ ეპიზოდში.

თუმცა 28 ოქტომბერს იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო არაადამიანურ მოპყრობაში 2006 წლის ციხის ბუნტთან დაკავშირებით და სამი წლით და ცხრა თვით პატიმრობა და 4 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

გასულ კვირას პროკურატურამ ახალაიას ახალი ბრალდება წაუყენა, რომელიც ეხება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას 2006 წელს, როდესაც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სასამართლო პროცესი ამ საქმეზე ჯერ არ გამართულა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15