Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის განთავსება იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ნოე.'13 / 13:22

არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის განთავსება იგეგმება.

ახალი პრეზიდენტი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციაში განათავსოს მისი ადმინისტრაცია, რომელიც საწყის ეტაპზე, ვიდრე თბილისში ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის კეთილმოწყობა დასრულდება, დროებით სახელმწიფო კანცელარიის შენობაში დაიდებს ბინას.

მთავრობა ამ დრომდე მსჯელობდა, თუ რა ფუნქციით დაეტვირთა ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლე.

„[კოალიცია ქართული ოცნების] პოლიტსაბჭოზე მე წამოვაყენე წინადადება, რომ ეს იყოს უნივერსიტეტი; შემდეგ ვესაუბრე [განათლების] მინისტრს, ქალბატონ თამარს და ჩვენ ჩამოვყალიბდით შეხედულებაზე, რომ, ეს უნდა იყოს ის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც მომავალი წლიდან გაიხსნება“, - განუცხადა მარგველაშვილმა 4 ნოემბერს ჟურნალისტებს.

განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ასევე დაადასტურა, რომ განიხილება ახალი პრეზიდენტის ინიციატივა, რომ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან ივლისში გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ავლაბრის რეზიდენციაში განთავსდეს. დაახლოებით 140 მლნ აშშ-დოლარის ოდენობის ხუთწლიანი შეთანხმება ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს „STEM–ის უმაღლესი განათლების პროექტის“ განხორციელებას, რომლის მიზანიცაა ერთი ან მეტი ამერიკული უნივერსიტეტის პარტნიორების მოზიდვა მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკური განათლების მოდერნიზებისა და მაღალი ხარისხის პროგრამების შეთავაზებით.

„ეს არის უაღრესად საინტერესო პროექტი, რომელიც საქართველოს მოუტანს მართლა მაღალი ხარისხის განათლებას და მე მიხარია, რომ ის ფული რომელიც ბიუჯეტიდან დაიხარჯა ასეთ ფეშენებელურ შენობაზე [პრეზიდენტის რეზიდენციაზე], ეს ფული მოხმარდება ქართულ სტუდენტობას და ქართულ განათლებას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ერთ-ერთი ის პრეტენზია იყო, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგულარულად უყენებდა მთავრობას იმის გამო, რომ მან ბათუმში ახლადაშენებულ მრავალსართულიან შენობაში უნივერსიტეტის განთავსება მიზანშეუწონლად მიიჩნია. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11