Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მარგველაშვილის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკას ვანო მაჭავარიანი გაუწევს კურირებას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ნოე.'13 / 18:20


არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სავარაუდოდ მისი მომავალი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი 4 ნოემბერს დიპლომატებთან შეხვედრის დროს. ფოტო: მარგველაშვილის პრესსამსახური

არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკას ვანო მაჭავარიანი გაუწევს კურირებას, სავარაუდოდ, მისი მრჩევლის რანგში.

"ვანო იყო ჩემი მრჩეველი საარჩევნო პროცესის დროს, ის "ჯიპას" პროფესორია და პროფესიონალურ გუნდთან ერთად საარჩევნო კამპანიის დროს მაძლევდა რჩევებს, რომელიც ჩემთვის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. ახლა ვანო აგრძელებს მუშაობას. ამ ეტაპზე ჩვენ არც ერთი თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნული არ ვართ და მომავალში, ბუნებრივია, ვანო მაჭავარიანი წაიყვანს იმ მიმართულებას, რომელსაც მანამდეც კურირებდა - ესაა საგარეო პოლიტიკა", - განაცხადა  გიორგი მარგველაშვილმა 4 ნოემბერს.

ვანო მაჭავარიანი არის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის და პარტიის ყოფილი გენერალური მდივნის მიშა მაჭავარიანის ძმა; ის 2007 – 2009 წლებში საქართველოს ელჩი იყო იაპონიაში, შემდეგ კი საპარტნიორო ფონდში მუშაობდა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9