Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს ასარჩევად კანონში ცვლილებები შედის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ნოე.'13 / 14:21

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესებით დაკომპლექტებას დააჩქარებს.

მაუწყებლობის შესახებ კანონში ივლისიდან ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, ახალი საბჭო 2014 წლის იანვრიდან უნდა შექმნილიყო, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფმა მოამზადეს ცვლილებების პროექტი, რომელიც მიღების შემთხვევაში, ძალაში ნოემბრის ბოლოდან შევა და შესაბამისად, არსებული საბჭოს ახალი შემადგენლობით შეცვლის პროცესი დაგეგმილზე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე დაიწყება.

კანონპროექტის ინიციატორთა თქმით, შემჭიდროვებული ვადების დაწესება განაპირობა იმ „კრიზისულმა სიტუაციამ“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში შეიქმნა.

15-წევრიან საბჭო გადაწყვეტილების მიღების უუნარო გახდა მას შემდეგ, რაც ცხრა მოქმედი წევრიდან ორმა თანამდებობები დატოვა. გადაწყვეტილების მისაღებად კი სხდომას რვა წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს. საბჭოს უფუნქციოდ დატოვებამ თავის მხრივ ავტომატურად შეაჩერა ახალი გენერალური დირექტორის შერჩევის პროცესი. ეს პოსტი მას შემდეგ არის ვაკანტური, რაც სამეურვეო საბჭომ სექტემბრის დასაწყისში მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან ექვსი თვის განმავლობაში მეორედ დაითხოვა. ამჟამად, საზოგადოებრივ მაუწყებელს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტყემალაძე მართავს, რომლის გადაწყვეტილებითაც პირველ არხზე წინასაარჩევნო პერიოდში ორი პოლიტიკური თოქ-შოუ დაიხურა.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება 25 ნოემბრიდან დაიწყება - სწორედ ეს თარიღია მითითებული ცვლილებების ამოქმედების ვადად. ამასთან, 7 წევრის არჩევა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ახალი საბჭო თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგეს.

ახალი წესების მიხედვით, 15-წევრიანი სამეურვეო საბჭოს ნაცვლად, აირჩევა 9-წევრიანი საბჭო ღია კონკურსის წესით, რომლის გამოცხადებიდან მაქსიმუმ 10 დღეში პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შექმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით 9-წევრიან საკონკურსო კომისიას, რომელიც შეარჩევს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ შესაფერის კანდიდატურას. ამ კანდიდატებიდან ორს სახალხო დამცველი, სამს -  საპარლამენტო უმრავლესობა, სამს  - უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთან არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს პარლამენტს ასარჩევად, რისთვისაც პარლამენტის სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო. თუ სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდება სრული 9 წევრით, მაშინ დარჩენილი ვაკანტური ადგილების შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
105