Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა დატოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ნოე.'13 / 11:30

დეპუტატმა დავით ბეჟუაშვილმა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა დატოვა, რის შედეგადაც ოპოზიციას 150–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 51 წევრი დარჩა.

ბეჟუაშვილი, რომელიც მრავალპროფილიანი კომპანიის, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელია, მაჟორიტარი დეპუტატია თეთრიწყაროს ერთმანდატიანი ოლქიდან. იგი გელა ბეჟუაშვილის ძმაა, რომელსაც ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრის და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობები ეკავა.

დავით ბეჟუაშვილს, რომელიც 1999 წლიდან დეპუტატია, თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ნაციონალური მოძრაობიდან, დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა: "ბატონი დავითი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ფიქრობს რომ უკეთ შეასრულებს თავის სამაჟორიტარო ფუნქციებს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ფრაქციის გარეთ. მან თქვა, რომ არ შედის არც ერთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფში". 

ბეჟუაშვილის მსგავსად, კიდევ სხვა 13 დეპუტატი, რომელთაც ასევე დატოვეს საპარლამენტო უმცირესობა, ასევე მაჟორიტარები არიან. საქართველოს საპარლამენტო გამოცდილება აჩვენებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც აქტიური პოლიტიკური ფიგურები არ არიან, უფრო მეტად მმართველ პარტიასთან თანამშრომლობისკენ იხრებიან.

გაბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვენლოვანია, რომ ბეჟუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა ახლა დატოვა და არა ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე, როდესაც, მისი თქმით, „ზეწოლა“ ხორციელდებოდა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებზე, რათა ქართულ ოცნებას ორი საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად საჭირო 100 ხმა შეეგროვებინა.

ახალი კონსტიტუცია, რომელიც 17 ნოემბერს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა ძალაში, ბევრად უფრო ართულებს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, ვინაიდან ამისთვის საჭირო ხმების რაოდენობა 100–დან 113–მდე იზრდება; ამას გარდა, ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით ორი კენჭისყრის შედეგად.

ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე ქართულ ოცნებას, რომელსაც 85 დეპუტატი ჰყავს, სურდა კენჭისყრაზე დაეყენებინა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად ხმათა ორი მესამედის (100 ხმა) შენარჩუნებას ითვალისწინებდა. თუმცა,  პროექტი კენჭისყრაზე არ დადგა, რადგანაც ქართულ ოცნებას სულ ცოტა 2 ხმა აკლდა 100 ხმის მისაღებად.

მეორე საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიღებაც ქართულ ოცნებას კვლავ სურს და რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეწინააღმდეგება, უკავშირდება პარლამენტის ადგილმდებარეობას, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სამართლებრივად შესაძლებელს გახდის  პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას. ამჟამად 113 ხმაა საჭირო ამ ცვლილებების განსახორციელებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას სულ ცოტა 14 ან შესაძლოა 15 ხმა აკლდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27