Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დევნილთა შესახებ ახალი კანონპროექტი ინიცირებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ნოე.'13 / 20:49

პარლამენტი  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა შესახებ ახალ კანონპროექტს განიხილავს, რომლის თანახმადაც დევნილთა 45 ლარამდე გასაზრდილ შემწეობებს ვერ მიიღებენ ის პირები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 250 ლარი ან მეტია. 

კანონპროექტი, რომელიც  დევნილთა სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, მათ უფლებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შეიმუშავა და პარლამენტის მიერ მისი დამტკიცების შემთხვევაში, 2014  წლის პირველი მარტიდან შევა ძალაში.

კანონპროექტის მიხედვით, დევნილის ცნება ახლებურად ყალიბდება და შესაბამისი სტატუსი მიენიჭება საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც „იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და  ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან/და ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით შეუძლებელია მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება“.

კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს დევნილთა შემწეობების გაცემის წესებს. ბიუჯეტიდან შემწეობებს, კანონპროექტის თანახმად, ვერ მიიღებენ ის დევნილები, რომელთაც შეუწყდებათ შესაბამისი სტატუსი, ნებაყოფლობით იტყვიან უარს შემწეობის მიღებაზე; ორ თვეზე მეტი ვადით დატოვებენ საქართველოს ფარგლებს; პირადი განცხადების საფუძველზე არჩევანს  სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღებაზე გააკეთებენ  და ასევე იმ შემთხვევაში, თუ დევნილის ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1 250 ლარს და მეტს, რაც სუფთა შემოსავლის სახით სულ ცოტა 1000 ლარია.

„დღევანდელი ტექნიკური შესაძლებლობები იძლევა იმის საშულებას, რომ ჩვენ ყოველთვიურად ოპერატიულად გვქონდეს იმ ადამინების მონაცემები, ვისაც აქვს ასეთი შემოსავალი დაფიქსირებული შემოსავლების სამსახურში. თუ მას არ ექნება მომავალ თვეში სამსახური, მას ავტომატურად აღუდგება დევნილის შემწეობა“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ 26 ნოემბერს საკომიტეტო მოსმენაზე.

„ჩვენი მიდგომა არის, რომ მუდმივად გამოკვეთილი იქნენ რეალურად გაჭირვებული და დახმარების საჭიროების ქვეშ მყოფი დევნილები და მათ მიმართ მუდმივად იყოს მიდგომა სახელმწიფო დახმარების  ზრდისა“, - აღნიშნა მან. 

მისივე თქმით, მომავალი წლის 1 მარტიდან, როცა კანონპროექტის ამოქმედება იგეგმება, ყველა დევნილი შემწეობის თითქმის გაორმაგებულ ოდენობას 45 ლარს მიიღებს, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში, სამინისტროს გათვლებით, დამატებით  21.6 მლნ ლარის გამოყოფა გახდება საჭირო. დღეისათვის დევნილთა შემწეობებზე ბიუჯეტი 77.8 მლნ ლარს ხარჯავს.

ამჟამად, ე.წ. კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი თვეში შემწეობის სახით 22 ლარს იღებს იმასთან ერთად, რომ სახელმწიფო დამატებით ფარავს მისი კომუნალური მომსახურების ხარჯებს; ხოლო ე.წ. კერძო სექტორში განსახლებული დევნილები, რომლების კომუნალურ გადასახადებს თავად იხდიან, 28 ლარს იღებენ სახელმწიფო შემწეობის სახით.

მინისტრ დარახველიძის განცხადებით, ამგვარი მიდგომა „დისკრიმინაციულად“ იქნა მიჩნეული და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოიხსნას კომუნალური ხარჯების დაფარვის ვალდებულება ე.წ. კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილებისთვის, რომლებიც დევნილთა საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 20%-ს შეადგენენ და ყველა დევნილი თანაბარ პირობებში ჩაააყენოს, რათა მათ 45 ლარამდე გაზრდილი შემწეობით თავად უზრუნველყონ ამ ხარჯების გაწევა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო ახალი კანონის ამოქმედებამდე უზრუნველყოფს ყველა კომუნალური დანახარჯის დაფარვას, რომლის ოდენობაც ყოველწლიურად საშუალოდ 11 მლნ ლარს აღწევს.

მისივე თქმით, ცვლილებები იგეგმება ასევე ახალშობილთათვის დევნილთა შემწეობების დანიშვნის კუთხითაც. თუ ამჟამად დევნილის სტატუსი და შესაბამისად, შემწეობა ავტომატურად ენიშნება ყველა ახალშობილს, ვისი ერთი მშობელი მაინც სარგებლობს დევნილის სტატუსით, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, დევნილის სტატუსს ახალშობილი ისევ მიიღებს, თუმცა მას სახელმწიფო შემწეობას აღარ დაუნიშნავს.

დავით დარახველიძე ფინანსების ეკონომიას ასევე ვარაუდობს დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის შედეგადაც, რომელიც 1 აგვისტოს დაიწყო და ახალ წლამდე უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, დევნილთა შემწეობის მიმღებ 239 243  პირზე დაახლოებით 30 ათასით ნაკლებია დარეგისტრირებული.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა უძრავი ქონების რესტიტუციის უფლებას, რომელიც მემკვიდრეობით გადადის და არ არის დამოკიდებული იმაზე, აქვს თუ არა პირს დევნილის სტატუსი. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო, დევნილის „მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე“ დაბრუნების შემთხვევაში, იღებს ვალდებულებას დაუბრუნოს მას საკუთრება, აღუდგინოს დანგრეული შენობა და კოორდინაცია გაუწიოს მიყენებული ზარალის კომპენსაციას, ხოლო დაბრუნებამდე ზრუნავს მისი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24