Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააპელაციო სასამართლომ ახალაიას გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 დეკ.'13 / 14:05

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 4 დეკემბერს ძალაში დატოვა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი იმ სამ ეპიზოდზე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და წამების ფაქტებს მოიცავს. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა განაჩენი კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ და მათ პატიმრობა შეუფარდა.

ახალაია 2012 წლის ნოემბრის დასაწყისში დააკავეს და თავდაპირველად მას „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ ბრალი წაუყენეს 2011 წლის ოქტომბერში მისი თავდაცვის მინისტრობის დროს ჯარისკაცების მიმართ ცუდი მოპყრობის გამო. შემდეგ მას „თავისუფლების უკანონო აღკვეთაში“ დასდეს ბრალი იმ საქმეზე, რომელიც ეხებოდა მამაკაცის ცემას და შემდეგ მისთვის რამდენიმე საათით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას 2011 წლის სექტემბერში. მას ასევე ედებოდა ბრალად 2010 წლის თებერვალში, თავდაცვის მინისტრობის დროს, ათზე მეტი სამხედრო მოსამსახურის მიმართ არაადამიანური მოპყრობა. 2013 წლის 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, რის გამოც პროკურატურამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

ახალაიას გარდა ამ საქმეებზე კიდევ შვიდი ბრალდებულის წინააღმდეგ მიდიოდა სასამართლო პროცესი. ოთხი მათგანი ახალაიასთან ერთად სრულიად გაამართლეს.  

თუმცა სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა განაჩენი სამი ბრალდებულის მიმართ, რომელთა შორის ასევე იყო გენშტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე.

მართალია გიორგი კალანდაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდებში, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 2011 წლის ოქტომბერში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავისი ხელქვეითების „შეურაცხყოფაში“, როდესაც ის გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კალანდაძეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3 თვის ვადით, თუმცა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ის გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.

სააპელაციო სასამართლომ ასევე შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ შამათავას და ყოფილი სერჟანტის ალექსანდრე გორგაძის მიმართ, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავეებად ცნო ერთ საქმეზე ჯარისკაცებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში; ორივე მათგანს სასჯელის სახით 140 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა  დაენიშნათ; თუმცა ისინი ამ სასჯელისგან გათავისუფლდნენ იმ ამნისტიის აქტის საფუძველზე, რომელიც პარლამენტმა დეკემბერში მიიღო.

თუმცა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შამათავას დ გორგაძის მიერ ჩადენილი დანაშაული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას წარმოადგენდა და მათ 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა (თავდაპირველი სასჯელი 5 წლიანი პატიმრობით განისაზღვრა, თუმცა ამნისტიის აქტის გამო მათ ეს სასჯელი შეუმცირდათ). შამათავაც და გორგაძეც სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს 4 დეკემბერს განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

წერილობით განცხადებაში ბაჩო ახალაიამ დაგმო შამათავას და გორგაძის დაპატიმრება და მას „ქართული არმიის და ქართველი გმირების“ წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი უწოდა.

ამ საქმეების გარდა, ახალაიამ 2012 წლის ნოემბრის დასაწყისში დაკავების შემდეგ კიდევ ორი სხვა სასამართლო პროცესი გაიარა.

სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო ერთ–ერთ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წლის აგვისტოში მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შვიდი თანამშრომლის მიმართ დასჯა-წამებას  და არაადამიანურ მოპყრობას ეხებოდა.

თუმცა 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო არაადამიანურ მოპყრობაში 2006 წლის ციხის ბუნტთან დაკავშირებით და სამი წლით და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ის შეიწყალა.

ყოფილი პრეზიდენტის მიერ შეწყალების მიუხედავად, ახალაია კვლავ პატიმრობაში რჩება, რადგანაც მას გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი ბრალი აქვს წაყენებული, რომელიც ეხება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სასამართლო პროცესი ამ საქმეზე ჯერ არ გამართულა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10