Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თვითმმართველობის კოდექსის პროექტში მოსალოდნელი ცვლილებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 დეკ.'13 / 18:54

თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტის ირგვლივ მიმდინარე დებატების ფარგლებში შესაძლოა დოკუმენტში რამდენიმე ცვლილება აისახოს, რომელთაგან ერთ-ერთის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა არსებული 5-დან შეიძლება 12-მდე გაიზარდოს, ნაცვლად 18-სა.

პროექტში ამ ცვლილების ასახვის შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი არსებულ ხუთ ქალაქთან  - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი - ერთად, შესაძლოა, ასევე მიიღოს თელავმა, მცხეთამ, გორმა, ახალციხემ, ამბროლაურმა, ოზურგეთმა და ზუგდიდმა.

ამ ქალაქებს თვითმმართველის სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომ ისინი რეგიონების ცენტრებს წარმოადგენენ, განაცხადა ირაკლი მელაშვილმა, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა 9 დეკემბერს.

ამ პრინციპის კოდექსის პროექტში ასახვის შემთხვევაში, შეიცვლება ამჟამად პროექტში არსებული დებულება, რომლის მიხედვითაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმს წარმოადგენს ის, რომ ქალაქში სულ ცოტა 15 ათასი მოქალაქე უნდა ცხოვრობდეს. საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 13 ასეთი ქალაქია იმ ხუთ ქალაქთან ერთად, რომელსაც უკვე გააჩნია თვითმმართველი სტატუსი.

კრიტერიუმის შეცვლის შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქის სტატუსს ვეღარ მიიღებს შემდეგი 8 ქალაქი: სამტრედია, ხაშური, სენაკი, ზესტაფონი, მარნეული, ქობულეთი, წყალტუბო და კასპი.

თვითმმართველის სტატუსის მქონე ქალაქები, პროექტის მიხედვით, მერებს პირდაპირი წესით აირჩევენ. არსებული კანონმდებლობით, მხოლოდ თბილისის მერი ირჩევა პირდაპირ. 

ახალი კოდექსის მიღების შემთხვევაში კი, თვითმმართველ ქალაქებთან ერთად 2014 წელს, სავარაუდოდ, ივნისში მოსალოდნელ ადგილობრივ არჩევნებზე, მერებთან ერთად, მუნიციპალიტეტების გამგებლებიც პირდაპირი წესით აირჩევიან. მოქმედი კანონმდებლობით, თბილისის გარდა, ოთხი თვითმმართველი ქალაქის მერი და რაიონების გამგებლები თავიანთ თანამდებობებზე საკრებულოს წევრთა თანხმობით, საკრებულოს თავმჯდომარეების მიერ ინიშნებიან.

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, კოდექსის პროექტში, მელაშვილის ინფორმაციით, ასევე შეიძლება შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სოფლებისა და ქალაქების უბნების დონეზე საზოგადოებრივი საბჭოები აღარ შეიქმნას.

„მე არ მიმაჩნია, რომ ეს მთლად კარგი არის იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება საზოგადოების ჩართულობა ქვეყნის მართვის პროცესში... მაგრამ რადგან არ არის პოლიტიკური კონსენსუსი ამ საკითხზე და რადგან გაჩნდა სრულიად ირაციონალური შიშები, რომ თურმე ეს გადაიქცევა პარტიულ ორგანიზაციებად ქართული ოცნების, კი ბატონო, ამოვიღოთ“, - განაცხადა მელაშვილმა და დასძინა, რომ შესაძლოა ამ საკითხს ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ „მივუბრუნდეთ“.

საზოგადოებრივი საბჭოები თვითმმართველობის კოდექსის ერთ-ერთი ნოვაციაა და თვითმმართველობის განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის მექანიზმს წარმოადგენს, მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმისა და ბიუჯეტის შედგენის პროცესში ჩართულობის, ასევე დასახლებაში განსახორციელებელ პროექტების შერჩევაში, დაგეგმვასა და განხორციელების მონიტორინგში მონაწილეობის გზით.

ამას გარდა, კოდექსის პროექტში კიდევ ერთი მოსალოდნელი ცვლილება უკავშირდება თვითმმართველობების მიერ გრანტის მიღების წესს. კერძოდ, დაკონკრეტდება, რომ თვითმმართველობას გრანტის მიღების უფლება ექნება მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.

ეს ცვლილება, მელაშვილის ინფორმაციით, იმ „შიშების დაზღვევისთვის“ ხდება, რომ თვითმმართველობებმა გრანტის სახით ვერ მიიღონ „ექსტრემისტული ფული“.

თვითმმართველობის კოდექსის პროექტში მოსალოდნელი ცვლილებები დოკუმენტის ტექსტში იმ შემთხვევაში აისახება, თუ მიმდინარე კვირაში დაგეგმილ საპარლამენტო მოსმენების ფარგლებში დეპუტატები მხარს დაუჭერენ მათ განხორციელებას. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21