Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო და შაჰ–დენიზის მეორე ფაზის დაფინანსების პროექტი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 დეკ.'13 / 12:31

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის ქვეყანაში 400–700 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ელის აზერბაიჯანის შაჰ–დენიზის გაზსადენის პროექტის მეორე ფაზის განხორციელების შედეგად, რომელიც 2019 წლიდან საქართველოს და თურქეთის გავლით დაახლოებით 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის ყოველწლიურად ევროკავშირს.  

საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის ცერემონია, რომლითაც 28 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შაჰ–დენიზის მეორე ფაზის პროექტს ჩაეყარა საფუძველი, ბაქოში 17 დეკემბერს გაიმართა.

პროექტის ერთ–ერთი ელემენტია უკვე არსებული სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება, რომლითაც ამჟამად 7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთს საქართველოს გავლით. მილსადენის გაფართოების ფარგლებში მოხდება თურქეთის მიმართულებით წლიურად, დამატებით 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდება 26 ახალი დამატებითი ჭაბურღილიდან. შაჰ–დენიზის მეორე ფაზის პროექტის პირველი გაზის მიწოდება თურქეთის და საქართველოს მომხმარებლებისთვის სავარაუდოდ 2018 წლისთვის დაიწყება დაახლოებით 6 მილიარდი კუბური მეტრის რაოდენობით ყოველწლიურად , ხოლო ერთი წლის შემდეგ დამატებითი 10 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდება განხორციელდება საბერძნეთში, ბულგარეთსა და იტალიაში.  პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება ტრანს–ანატოლიის გაზსადენი თურქეთის ტერიტორიაზე და ტრანს–ადრიატიკის მილსადენი, რომელიც საბერძნეთს და ალბანეთს გაივლის იტალიის მიმართულებით.

2006 წელს გაყვანილი 690 კილომეტრი სიგრძის სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება ითვალისწინებს პარალელური მილსადენის მშენებლობას - 387 კმ-ს აზერბაიჯანის, ხოლო 55 კმ-ს საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე დაგეგმილია ორი დამატებითი საკომპრესორო სადგურის, ახალი წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგურის ინსტალაცია საქართველოში.

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის ფარგლებში ქვეყანაში 400 მილიონი აშშ დოლარის ან შესაძლოა 700 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩაიდოს.

თუმცა, შაჰ–დენიზის მეორე ფაზის პროექტის ოფიციალური ბროშურის თანახმად, მისი განხორციელების შედეგად საქართველო 2 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას მიიღებს, ხოლო კაპიტალური ხარჯების 20% ადგილობრივი ქართველი მომწოდებლების მიერ მიწოდებულ საქონელსა და მომსახურებებზე დაიხარჯება. მშენებლობის პიკის პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით  2 000, ხოლო ექსპლუატაციის პერიოდში დაახლოებით 130 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მილების და სხვა სამშენებლო მასალების მიწოდება აზერბაიჯანისთვის ფოთის პორტის, ხოლო შემდეგ რკინიგზის საშუალებით განხორციელდება.  

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის  5% შეღავათიან ფასად შეისყიდოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ენერგეტიკის სფეროში ჩვენი გრძელვადიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა. შემდგომი ნაბიჯები გამიზნული იქნება ტრანსკასპიური მიმართულებით წინსვლის მიღწევასა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების გაღრმავებაზე“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა კონფერენციაზე „შაჰ- დენიზის მეორე ფაზის დაფინანსებაზე შეთანხმება“ გამოსვლისას 17 დეკემბერს ბაქოში.

პროექტისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ცერემოანიაში ასევე მიიღეს მონაწილეობა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა; ალბანეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, მონტენეგროს ლიდერებმა; ასევე გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა უილიამ ჰეიგიმ; იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემა ბონინომ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი, რომელიც ასევე ესწრებოდა ცერემონიას, მიესალმა პროექტს და მას „გარღვევა“ უწოდა. მისი თქმით, სამხრეთის გაზის დერეფნის შემდგომი გაფართოებით ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა, რომ გაზზე საკუთარი მოთხოვნის დაახლოებით 20% დაიკმაყოფილოს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ აღნიშნა 17 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში, რომ პროექტი კარს უხსნის უფრო ძლიერ ევროპულ ენერგო უსაფრთხოებას. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17