Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სუბარი მერაბიშვილის ბრალდებებს ‘აბსოლუტურ ტყუილად’ აფასებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 დეკ.'13 / 20:07

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომ ის საკნიდან გამოიყვანეს და მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე წაიყვანეს „აბსოლუტური ტყუილია“, განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა 18 დეკემბერს.

მერაბიშვილმა, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, განაცხადა 17 დეკემბერს ქუთაისში გამართულ სასამართლო მოსმენაზე, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ  მას პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დახმარება და ასევე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „საბანკო ანგარიშების“ შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა; წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში მისი მდგომარეობის გაუარესებით და მისი მეგობრების და ნათესავების დაპატიმრებით დაემუქრა. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 14 დეკემბერს ღამის დაახლოებით 1:30 საათზე ის საკნიდან გაიყვანეს, თავზე მისივე მოსაცმელი გადაახურეს და მისი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიიყვანეს. სწორედ იქ შედგა მისი შეხვედრა მთავარ პროკურორთან, მერაბიშვილის ვარაუდით.

„ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაყვანილი არ ყოფილა“, – განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ შაბათ–კვირას ის რამდენჯერმე შეხვდა მის ადვოკატებს და ის მართლა რომ გაეყვანათ ციხის საკნიდან, ის თავის ბრალდებებს უფრო ადრე გაახმოვანებდა.

ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებას მერაბიშვილის ბრალდებების გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა, ხოლო მისმა ადვოკატებმა ხელისუფლებას ციხის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სთხოვეს. გამოძიებისკენ მოწოდებები ასევე გააკეთა რამდენიმე უფლებადამცველმა ჯგუფმა.

მართალია ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა, ასევე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადეს, რომ ისინი აბსოლუტურად დარწმუნებული არიან, რომ მერაბიშვილის განცხადება ყალბია, მაგრამ გამოძიება მაინც უნდა ჩატარდეს.

თუმცა, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ გამოძიება საჭირო არ არის, რადგანაც თავად ბრალდება „არასერიოზულია“.

„არასერიოზულ თემაზე გამოძიება არ იწყება“, – განაცხადა მან კითხვაზე, რომელიც ვიდეოკამერების ჩანაწერებს ეხებოდა, „შესაბამისად, თუკი გამოძიება დაიწყება, გამოძიება ამოიღებს [ჩანაწერებს]. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის ხელის ხლების უფლება არ აქვს არავის“.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა 18 დეკემბერს, რომ სუბარის განცხადება იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება არ აპირებს საქმის გამოძიებას და ის „დაადგა დანაშაულის ჯგუფური დაფარვის გზას“. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა 18 დეკემბერს, რომ ხელისუფლებამ უკვე წაშალა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რათა დაფაროს კანონდარღვევა.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 18 დეკემბერს, რომ მერაბიშვილის ბრალდებები ხელისუფლების „დისკრედიტაციას“ ისახავს მიზნად. შემდეგ მან კიდევ ერთხელ გაიმეორა 17 დეკემბერს გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მერაბიშვილს სავარაუდოდ კობა ხარშილაძის დაპატიმრების შემდეგ მოეძალა შიში. ეს უკანასკნელი 16 დეკემბერს დააკავეს და ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილედ მუშაობის პერიოდში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და ფულის გათეთრების ბრალდებები წარუდგინეს.  იგი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი იყო, როცა ის 2005 წლის თებერვალში გარდაცვლილი იპოვეს. მართალია ხარშილაძის დაკავება სულ სხვა საქმეს უკავშირდება, რომლის გამოძიებაც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, მაგრამ ეს ფაქტი ზოგიერთებმა მაინც ჟვანიას საქმის გამოძიებას დაუკავშირეს, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაახლოებით ერთი წლის განახლდა.
 
„ჩვენ არ გვაქვს იმის დრო და იმის კომფორტი, რომ მერაბიშვილის თუ სხვა ადამიანების განცხადებებს გამოვეხმაუროთ და მათ განცხადებებზე მე შევუჩერო მინისტრებს და პროკურორებს უფლებამოსილება. ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი საფიქრალი და მეტად მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13