Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 დეკ.'13 / 17:40

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა 19 დეკემბერს, რომ „ჩვენ შესაძლოა წავიდეთ უვიზო რეჟიმის დაბრუნებაზე“ საქართველოსთან და დასძინა, რომ ამ საკითხზე კარგად უნდა დაფიქრდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 18 დეკემბერს, რომ მართალია საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული ვიზების გაცემის ლიბერალიზაცია მოხდა, მაგრამ მოსკოვი „ჯერ არ არის მზად, რომ სავიზო რეჟიმი გააუქმოს“.

19 დეკემბერს მისი ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს პუტინს ლავროვის ამ განცხადების და ასევე იმის თაობაზე ჰკითხეს, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობების „ნორმალიზებისთვის“ და შეიცვალა თუ არა მისი პოზიცია საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ.

„თქვენ ისეთი ყოვლისმომცველი კითხვა გაქვთ, არ ვიცი, შევძლებ თუ არა ასეთივე პასუხი გაგცეთ“, – უთხრა პუტინმა და განაგრძო, „მაგრამ ვიტყვი მთავარს. პირადად მე გამომეცვალა დამოკიდებულება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ. ქართველი ხალხის მიმართ [დამოკიდებულება] არ შეცვლილა. ის როგორც იყო კეთილმოსურნე, ისეთივე დარჩა. ყველაზე რთულ დროსაც კი, როდესაც კავკასიაში საომარი მოქმედებები მიდიოდა თქვენთვის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით, მაშინაც კი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ყველაზე კეთილმოსურნე იყო. უნდა ითქვას, რომ ეს იმ რთულ დღეებში და საათებშიც დადასტურდა, დადასტურდა ქართველების დამოკიდებულებით რუსეთის მიმართ. არ მახსოვს, მითქვამს თუ არა ოდესმე საჯაროდ, ერთ–ერთი ქალაქში ერთი ბაბუა მივიდა ჩვენს სამხედროებთან და ეუბნება: „რას დადიხართ აქ? აქ რა იპოვეთ, რას ეძებთ? წადით იქით, თბილისში წადით და მიშკა წაიყვანეთ. აქ რას დადიხართ და მე რას მიყურებთ? “    

„როგორც იცით, ჩვენ დანაკარგი გვქონდა სამხედროებში. ერთხელ თვითმფრინავიც ჩამოაგდეს და მფრინავმა სადღაც იმ ტერიტორიაზე მოახდინა კატაპულტირება. ერთი ქართველი ბებია მივიდა და უთხრა: „მოდი აქ, შვილო“. წაიყვანა ის და აჭამა. შემდეგ რუსი სამხედროებისკენ გაუშვა“, – განაცხადა პუტინმა. 

„მე როდესაც ვამბობ, რომ ყველაზე კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მაქვს ქართველ ხალხთან, არ ვხუმრობ და არც ირონიით ვსაუბრობ“, – განაგრძო რუსეთის პრეზიდენტმა, „ჩვენ ყველაზე ღრმა კულტურული და სულიერი ურთიერთობები გვაქვს, ვგულისხმობ, ჩვენს რელიგიურ სიახლოვეს“.

„არის პრობლემები, რომელთა გაჩენაც ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენ არ დაგვიწყია ეს საომარი მოქმედებები. და ახლა ეს სავსებით ნათელია, ეს ყველამ დიდი ხანია უკვე რაც აღიარა. მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ ათასჯერ მაინც გვითქვამს: არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს, ნუ დაუშვებთ სისხლისღვრას, ნუ მიიყვანთ აქამდე, მაგრამ მაინც მიიყვანეს. ახლა გაჩნდა გარკვეული რეალობა და ჩვენ არ შეგვიძლია ეს არ გავითვალისწინოთ. მაგრამ ჩვენ მაინც ვხედავთ სიგნალებს, რომელიც საქართველოს ახალი ხელმძღვანელობიდან მოდის“, – განაცხადა მან.

შემდეგ პუტინმა ვიზების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა: „არ ვიცი, რას გულისხმობდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი; შესაძლოა იყოს რაღაც ფორმალური საკითხები, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას უკავშირდება. მაგრამ ისე როგორც ჩვენ ვხედავთ სიტუაციას, ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ უვიზო რეჟიმის აღდგენაზე წავიდეთ. საჭიროა ამის კარგად განხილვა ექსპერტულ დონეზე“.

„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში, რადგან ეს დაეხმარებოდა ხალხებს ერთმანეთთან ურთიერთობაში, დაეხმარებოდა ქართულ საწარმოებს რუსულ ბაზარზე მუშაობაში და ზოგადად, ჩვენი ურთიერთობების ფუნდამენტური, საბოლოო ნორმალიზებისთვის პირობებს შექმნიდა“, – განაცხადა პუტინმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
42