Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უსუფაშვილი უკმაყოფილოა მერაბიშვილის განცხადებაზე დაგვიანებული პასუხით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 დეკ.'13 / 19:11

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს იმის გამო უსაყვედურა, რომ მათ ჯერაც არ წარმოუდგენიათ ვანო მერაბიშვილის განცხადებებზე დაწყებული მოკვლევის შედეგები.

წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 17 დეკემბერს მუქარაში დაადანაშაულა. მისი თქმით, 14 დეკემბერს ღამის დაახლოებით 1:30 საათზე ის საკნიდან გაიყვანეს, თავზე მისივე მოსაცმელი გადაახურეს და მისი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიიყვანეს, სადაც შედგა მისი შეხვედრა მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან, რომელიც პირადად დაემუქრა ციხეში პირობების გაუარესებით და მისი ახლობლების დაჭერით, თუ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა და ასევე არ დახმარებოდა გამოძიებას გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე.

მოწოდებების მიუხედავად, ამ განცხადებებზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. თუმცა 23 დეკემბერს სასჯელაღსრულების სამინისტრომ განაცხადა, რომ მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის თაობაზე მოკვლევა 20 დეკემბერს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე სამსახურეობრივი შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

30 დეკემბერს ვანო მერაბიშვილმა თბილისში სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ის გამოძიებას თანაგუნდელების დახმარებით ციხიდან თავად დაიწყებს და მოუწოდა იმ სათვალთვალო კამერების ჩანაწერების განადგურების წინააღმდეგ, სადაც მისი ციხიდან სავარაუდო გაყვანა შეიძლება იყოს ასახული. მერაბიშვილის თქმით, ამ პროცესში  ციხის რამდენიმე თანამშრომელი მონაწილეობდა.

„მე პირადად მთლად კმაყოფილი არ ვარ პასუხების დროულობით და პასუხების სისრულით. იგივე ბატონი მერაბიშვილის პირველი განცხადებიდან, მგონია, რომ საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ძალიან ზუსტი და ამომწურავი პასუხი იმ ორგანოების მხრიდან, ვინც ამ ფაქტის თუ ამ განცხადების თაობაზე მოკვლევას აწარმოებენ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება და რაც მალე მოხდება, მით უკეთესი ყველასთვის, ქვეყნისთვის პირველ რიგში“, - დასძინა მან.

30 დეკემბერს პრესკონფერენციაზე მთავარი პროკურორის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დანაშაულებრივ წარსულში დასდეს ბრალი,  უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ის ფარცხალაძეს გერმანიაში ნასამართლეობის გამო თანამდებობაზე „ალბათ“ არ დანიშნავდა, თუმცა მან ასევე გაიმეორა „ამ მიზეზით მისი თანამდებობიდან გადაყენება იქნება არასწორი ნაბიჯი“.

მისი თქმით, სრულიად აშკარად იკვეთება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ფარცხალაძეზე „პროპაგანდისტული შეტევების“ კვალი, მათ შორის იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მთავარი პროკურორის მიერ ძვირადღირებული მანქანის შეძენის სურვილს უკავშირდება.  

„თუ ჩვენ ვიცით რა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ეპოქაში, რატომ უნდა ველოდოთ იმას, რომ იგივე ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ოპოზიციაშია, რამე სხვა ღირსეული მეთოდებით მოიქცევა. არ უნდა გვქონდეს ამის იმედი, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ  და პასუხები უნდა გვქონდეს მზად“, - განაცხადა მან.

„კი არ უნდა გავღიზიანდეთ იმაზე, რატომ სვამს ვინმე კითხვას სჭირდებოდა თუ არა მთავრ პროკურორს 170 ათასიანი მანქანა. საჭიროა ამაზე მკაფიო პასუხი“ არის ეს „უსაფრთხოების“ საჭიროებებიდან გამომდინარე თუ „დამატებითი კომფორტი“, განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტი „ძალიან სერიოზულ შემოწმებას აპირებს, თუ ვინ როგორ დახარჯა დეკემბრის განმავლობაში საბიუჯეტო თანხები“ იმ ვითარებაში, როდესაც „საბიუჯეტო საკითხებში არის გარკვეული პრობლემები“.

„თუ ვინმემ პასუხი უნდა აგოს რამეზე, ამაზე უნდა აგოს“, - დასძინა უსუფაშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32