Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სტალინის ძეგლის დემონტაჟი თელავში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 იან.'14 / 12:40


სტალინის ქანდაკება მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის გვერდით იდგა მთაზე, რომელიც თელავს გადაჰყურებს, ვიდრე 31 დეკემბერს მისი დემონტაჟი მოხდებოდა. სექტემბერში აღმართვის შემდეგ ძეგლს ვარდისფერი საღებავი შეასხეს; მართალია საღებავისგან გაწმინდეს, მაგრამ კედელზე ქანდაკების უკან კვლავ რჩება წარწერა „ძირს სტალინიზმი“. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge 

სტალინის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა 31 დეკემბერს თელავში, მისი აღმართვიდან ოთხი თვის თავზე.

ძეგლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის იმ მემორიალთან იდგა, რომელიც თელავს მაღლიდან გადაჰყურებს, 1 სექტემბერს სტალინელთა ადგილობრივი საზოგადოების ინიციატივით აღიმართა იმ ნებართვის საფუძველზე, რომელიც ორგანიზაციამ 2013 წლის აპრილში მაშინდელი გამგებლისგან მიიღო.

აღმართვიდან ცოტა ხანში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო კანონიერი და მას შემდეგ, რაც სტალინელთა ადგილობრივმა გაერთიანებამ იგნორირება გაუკეთა ძეგლის დემონტაჟისკენ მოწოდებებს, გამგეობამ საჯარო ტენდერი გამოაცხადა დემონტაჟის განმახორცილებელი პირის გამოსავლენად.

სამოქალაქო განათლების ფონდმა, რომელიც „ტაბულას“ თანადამფუძნებელია და რომელიც ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო, ძეგლის აღების სამუშაოები განახორციელა.

25 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები თავისუფლების ქარტიაში, რომელიც მიზნად ისახავს ქმედითი მექანიზმების შექმნას კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოსაფხვრელად.

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია ქართული ოცნების დეპუტატ თამარ კორძაიასთან ერთად, განაცხადა, რომ ცვლილებების მიღება განაპირობა სტალინის ძეგლების აღდგენის რამდენიმე შემთხვევამ და იმის საჭიროებამ, რომ ამგვარი პროცესები სპეციალური კომისიის რეგულაციის ქვეშ მოექცეს.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
116