Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დუნია მიატოვიჩი ‘იმედგაცრუებულია’ იმით, რომ ვერ მოხერხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 იან.'14 / 19:58

ეუთოს წარმომადგენელმა  მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ მოახერხა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს სრულად დაკომპლექტება. 

„იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ პარლამენტმა კიდევ ერთხელ ვერ მოახერხა დაესრულებინა [წევრების] შერჩევა, მიუხედავად შესარჩევი კომისიის მიერ ჩატარებული კომპეტენტური და გამჭირვალე კონკურსისა“, – განაცხადა მიატოვიჩმა 24 იანვარს.

„მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს დროული გადაწყვეტილება მიიღოს. მჯერა, რომ ახალი საბჭო გამოაცოცხლებს მაუწყებელს და ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფალ ნაკადს შეუწყობს ხელს“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელი ტელევიზია იქნება, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან.

პარლამენტმა ორი ტურის შედეგად, რომელთაგანაც პირველი დეკემბრის ბოლოს, ხოლო მეორე 23 იანვარს გაიმართა, 9–წევრიან საბჭოში მხოლოდ ოთხი წევრი აირჩია. დეპუტატებმა, ძირითადად ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული 27 კანდიდატიდან უმეტესობა ჩააგდეს, რამაც მედიის და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების პროტესტი გამოიწვია.

დეკემბრის ბოლოს პარლამენტში გამართული პირველი წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ,  ეუთოს წარმომადგენელმა  მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიწერა და შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ საკანონმდებლო ორგანომ ვერ შეძლო საბჭოში ახალი წევრების არჩევა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16