Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 თებ.'14 / 12:46

საქართველოს ხელმძღვანელობა მზად არის რუს კოლეგებთან შესახვედრად, მაგრამ ასეთ შეხვედრას ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მე, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, გიდასტურებთ, რომ მე ეს მზაობა მაქვს, რომ შედგეს პირდაპირი დიალოგი. გვაქვს ასეთი მზაობა გუნდში. ის, თუ რა ფორმატის იქნება ეს შეხვედრა ან როდის მოხდება ან სად, ასეთ დეტალებზე მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი. უბრალოდ უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი მზაობა ჩვენც გვაქვს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში 11 თებერვალს. 

მან ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ვლადიმერ პუტინის 10 თებერვლის იმ რეპლიკის შესახებ ჰკითხეს, სადაც მან საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი პრობლემა“, – განაცხადა მან საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე მინიშნებით.

„მინდა ვთქვა, რომ ასეთ შეხვედრას სჭირდება ძალიან სერიოზული მომზადება“, – დასძინა პრემიერ–მინისტრმა.     

მისი თქმით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები მიესალმებიან ქვეყნის „კონსტრუქციულ“ ნაბიჯებს რუსეთთან მიმართებაში და მოუწოდებენ თბილისს, რომ გააძლიეროს კონსტრუქციული დიალოგი მოსკოვთან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10