Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლეონიდ თიბილოვი
Civil Georgia, Tbilisi / 9 აპრ.'14 / 22:35

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი

ზოგადი ინფორმაცია

  • ლეონიდ თიბილოვი დაიბადა 1952 წლის 28 მარტს ზნაურის რაიონის სოფელ ზემო დვანში.
  • 1969 წელს დაამთავრა სოფელ ავნევის საშუალო სკოლა, ხოლო 1974 წელს - პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
  • 1974-1975 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარში. დემობილიზაციის შემდეგ, 1975 წლიდან 1981 წლამდე მუშაობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო განათლების სისტემაში. იყო ზნაურის საშუალო სკოლის დირექტორი. ასევე ხელმძღვანელობდა მათემატიკის კაბინეტს მასწავლებელთა გადამზადების ცენტრში.
  • ლეონიდ თიბილოვს ყავს მეოღლე, ორი ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი.

პროფესიული კარიერა

  • 1981 წელს ლეონიდ თიბილოვი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის („სუკ“) თანამშრომელი გახდა. იყო ოპერმუშაკი, უფროსი ოპერმუშაკი და ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილების უფროსი. დამთავრებული აქვს საბჭოთა კავშირის სუკ-ის აკადემია ქალაქ მინსკში.
  • 1992 წლის 28 მაისს ლეონიდ თიბილოვი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების მინისტრად დაინიშნა.
  • რუსეთის კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის დავალებით, 1992 წლის 14 ივლისიდან 1995 წლის 1 იანვრამდე, ასრულებდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფი შერეული სამშვიდობო ძალების უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციას.
  • იყო მეორე მოწვევის დე ფაქტო უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1994-1999 წლები).
  • 1998 წლის აგვისტოში თიბილოვი დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის, მერაბ ჩიგოევის პირველ მოადგილედ. პარალელურად ასრულებდა ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარის ფუნქციას სამხრეთ ოსეთის მხრიდან. 
  • ხელისუფლების სათავეში ედუარდ კოკოითის მოსვლის შემდეგ, თიბილოვი მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
  • 2002-2005 წლებში თიბილოვი სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა: იყო დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, შერეული საკონტროლო კომისიის აპარატის წევრი და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის ბორის ჩოჩიევის მოადგილე.
  • 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „სამედიცინო საზოგადოების საინიციატივო ჯგუფმა“ ლეონიდ თიბილოვის კანდიდატურა წამოაყენა. თიბილოვმა ხმების 0.9%-ი აიღო,  მეორე ადგილზე გავიდა და ედუარდ კოკოითთან დამარცხდა, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა.
  • 2007-2009 წლებში ლეონიდ თიბილოვი მუშაობდა „პირველ რესპუბლიკურ ბანკში“, რომელიც ედუარდ კოკოითთან დაპირისპირებულ ბიზნესმენს ალბერტ ჯუსოევს ეკუთვნოდა. 2009 წელს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ბანკი დაიხურა.
  • 2012 წლამდე თიბილოვი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მრჩევლი იყო.
  • 2012 წლის თებერვალში თიბილოვი განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად დარეგისტრირდა. 25 მარტს ხმების 42.58% აიღო და მეორე ტურში გავიდა. 8 აპრილს ჩატარებულ მეორე ტურში თიბილოვმა ხმების 54%-ით მისი კონკურენტი დავით სანაკოევი დაამარცხა და სეპარატისტული რეგიონის რიგით მესამე პრეზიდენტი გახდა.  

დამატებითი ინფორმაცია

  • ლეონიდ თიბილოვს მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ჯილდოები.
  • 1998 წელს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პირველმა პრეზიდენტმა ლუდვიგ ჩიბიროვმა მიანიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9