Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტი მარგველაშვილი კამპანიის „ეს შენ გეხება“ ინიციატორებს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 14 მარ.'14 / 19:26

პრეზიდენტი მარგველაშვილი სამოქალაქო კამპანიის „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მონაწილეებს შეხვდა და იმ პრობლემების მოგვარების აუცილებლობა აღნიშნა, რომელიც უკონტროლო მოსმენების კუთხით ჯერ კიდევ არსებობს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში.

სამოქალაქო ორგანიზაციების ფართო ჯგუფმა კამპანია 6 მარტს დაიწყო იმ მექანიზმების შექმნის მიზნით, რომელიც შეზღუდავს მთავრობის შესაძლებლობებს აწარმოოს „უკონტროლო ფარული მიყურადება“.

მიესალმა რა ამგვარ აქტიურობას, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია იმ მონაპოვარის დაცვა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილებამ მოიტანა საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ ნდობის აღდგენის თვალსაზრისით.

„2012 წლის 1 ოქტომბერს სწორედ ეს ნდობა აღდგა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, როდესაც ხელისუფლება აღარ იყო აღქმული როგორც გარკვეული ადამიანის უფლებების დამრღვევი, არამედ აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მართლწესრიგი და ამავე დროს დაიცვას ადამიანის უფლებები“, - განაცხადა მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მან ყველა მხარეს მოუწოდა ჩართულობისკენ იმ „ბალანსის“ პოვნის საქმეში, რომელიც უნდა შედგეს ერთის მხრივ, წესრიგის დაცვის შესახებ სახელმწიფოს ვალდებულებას და მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს შორის.

„ეს არის ის სახელმწიფოებრივი ბალანსი, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს და რომელიც უნდა გამოიხატოს კანონში“, - განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ ფართე ჩართულობის გზით, „საბოლოოდ სწორედ ევროპული სტანდარტების კანონს მივიღებთ“.

სამოქალაქო კამპანიის წარმომადგენლები მიესალმნენ პრეზიდენტის პოზიციას და იმედი გამოთქვეს, რომ მისი პროცესში ჩართულობა რეფორმის გატარებას ხელს შეუწყობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 14 მარტს განაცხადა, რომ პარლამენტი გადადგამს საკანონმდებლო ნაბიჯებს, რათა უკონტროლო მოსმენების "საკითხი მოისხნას დღის წესრიგიდან და გაგვიჩნდეს განცდა, რომ სახელმწიფო ჩვენ გვიცავს და თუ სახელმწიფო ვინმეს უსმენს, უსმენს იმიტომ, რომ დაგვიცვას ჩვენ ბოროტმოქმედისგან და არა განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანისგან“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
49