Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შტაინმაიერი, ფაბიუსი და შიკორსკი აღმოსავლელ პარტნიორებთან ევროკავშირი–რუსეთის მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ
Civil Georgia, Tbilisi / 1 აპრ.'14 / 16:19

საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ასოცირების შესახებ შეთანხმებების შედეგებზე ევროკავშირი–რუსეთის მოლაპარაკებების ინიციატივით გამოვიდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ისწრაფვიან, კერძოდ საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.

ერთობლივი განცხადება, რომელიც გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ფრანკ–ვალტერ  შტაინმაიერმა, ლორენ ფაბიუსმა და რადოსლავ შიკორსკიმ ვაიმარში გამართული შეხვედრის შედეგად მიიღეს, ძირითადად უკრაინას ეხება, თუმცა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობასაც მიმოიხილავს. განცხადების თანახმად, ამ ინიციატივის მიზანია „დავეხმაროთ ჩვენ პარტნიორებს ძლიერი, სტაბილური, აყვავებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფოების მშენებლობაში და ხელი შევუწყოთ ხალხთა შორის კონტაქტებს. ეს ასევე რუსეთის ინტერესებშიც შედის“.

„ამიტომ, განვაგრძობთ ჩვენს პოლიტიკას და უზრუნველვყოფთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები არ დადგნენ მკვეთრი არჩევანის წინაშე – ან დაუახლოვდნენ  ევროკავშირს ან ყოვლისმომცველად იმუშავონ რუსეთთან. არც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა და არც ის ორმხრივი ხელშეკრულებები, რომელთაც ევროკავშირი თავის პარტნიორებთან დებს, არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, უკრაინასა და რუსეთს შორის „აზრიანი დიალოგისკენ“ მოუწოდებს, რაც „დე-ესკალაციისთვის მთავარ ნაბიჯს“ წარმოადგენს.

„ამგვარ დიალოგთან ერთად, ჩვენ ვთავაზობთ ევროკავშირი–რუსეთის მოლაპარაკებებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან იმ შედეგების შესახებ, რაც ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებებს ექნება ორივე მხარისთვის“, – აღნიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში.    

მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს „თავი შეიკავოს უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციისგან და შეამციროს თავისი სამხედრო ძალების განლაგება რუსეთ–უკრაინის საზღვრის გასწვრივ. იგივე ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც“.

განცხადება აღნიშნავს საქართველოს „მნიშვნელოვან პროგრესს“ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას „შემდგომი მხარდაჭერა აღმოუჩინოს მას ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ და დაეხმაროს მისი განხორციელების ეტაპზე“.

 

 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
76