Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფოტოები: ანტი-ლგბტ აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს
Civil Georgia, Tbilisi / 19 მაი.'14 / 12:12


დემონსტრანტებს, რომლებიც 17 მაისს სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან, ხელში უკავიათ ბანერი წარწერით: „17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა“. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

მართლმადიდებელმა ჯგუფებმა  17 მაისს ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ და საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაწესებული „ოჯახის სიმტკიცის“ დღის აღსანიშნავად თბილისში ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს.



17 მაისის დემონსტრაციის დროს ახალგაზრდებს ხელში უკავიათ ბარენები წარწერით „მამათმამლობა ცოდვაა, გარყვნილება და პათოლოგია!“ და „მამათვამლების დამცავები ერს ბილწავენ“. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

გასული წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის მოწყობის მცდელობა ძალადობრივად ჩაშალა მრავალათასიანმა კონტრაქციამ, რომელსაც სასულიერო პირები მიუძღოდნენ  წინ. წელს ლგბტ უფლებადამცველებმა ამ დღის აღსანიშნავად არანაირი აქცია არ გამართეს. 


ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

დემონსტრანტები, რომელთაც სასულიერი პირები უძღვებოდნენ, შაბათს 12 საათისთვის ფილარმონიის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ რუსთაველის გამზირი გაიარეს და სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ წირვა ჩაატარა. 


დემონსტრანტები სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

თავის ქადაგებაში, რომელშიც ოჯახის საკითხებზე და მშობლების პატივისცემაზე იყო ყურადღება გამახვილებული, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს არ უხსენებია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, საიდანაც ეკლესია „სექსუალური ორიენტაციის“ და „გენდერული იდენტობის“ ტერმინების ამოღებას ითხოვს. მაისის დასაწყისში ილია მეორემ განაცხადა კანონის შესახებ, რომ „უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა“ და მას მორწმუნეები არ მიიღებენ. 


მომიტინგეებს, რომლებიც თბილისში პარლამენტის  შენობის წინ ანტიდისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებენ, ხელში უკავიათ ბანერი წარწერით: „მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი“.  ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge


 მომიტინგეს აქციაზე, რომელიც თბილისში პარლამენტის ძველი შენობის წინ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას აპროტესტებს, ხელში ბანერი უკავია, ხოლო მეორე მომიტინგე კითხულობს ბროშურას, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანია გაკრიტიკებული ID ბარათების გაცემის გამო. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge


17 მაისის აქციის მონაწილე ხის დიდი ჯვრით ხელში. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

იმავდროულად, რუსთაველზე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა აქცია გამართა, რომლის დროსაც ხელისუფლებას ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება მოსთხოვეს.


სამების საკათედერო ტაძრისკენ მიმავალი მღვდელი 17 მაისს მოწყობილ მანიფესტაციაზე. გასულ კვირას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ საქართველომ ყოველწლიურად „ოჯახის სიმტკიცის და მშობლების პატივისცემის“ დღე უნდა აღნიშნოს 17 მაისს. მან ამ დღის აღსანიშნავად ეკლესიებში პარაკლისის ჩატარებისკენ და ოჯახების, ეკლესიების და ქუჩების ნაკურთხი წყლით სხურებისკენ მოუწოდა. ფოტო: ინტერპრესნიუსი

ერთობლივ განცხადებაში რამდენიმე ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს შარშანდელი ძალადობის შემდეგ, რომლის შეჩერებაც პოლიციამ ვერ მოახერხა და ასევე სახელმწიფოს მიერ გატარებული „არაეფექტურო პოლიტიკის“ გამო, ადგილი ჰქონდა უმცირესობათა სხვადასხვა ჯგუფებით, მათ შორის ლგბტ წარმომადგენელთა მიმართ, „სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ზრდას“. 


მომიტინგეებს, რომლების ანტიდისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებენ, ხატები უჭირავთ ხელში. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge


ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ 17 მაისს. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ არის დისკრიმინაციული ლგბტ პირთა მიმართ, მისი პრაქტიკაში განხორციელება არ იძლევა უფლებადაცვის ადეკვატურ გარანტიებს“.


ბანერები, მათ შორის ჰომოფობიური ლოზუნგებით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, 17 მაისი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

„კვლავ პრობლემად რჩება საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულება, რაც განაპირობებს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს და სხვა დისკრიმინაციულ ქმედებებს. არ ხორციელდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობდა არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების რღვევას“, - განაცხადა ომბუდსმენმა და მოუწოდა ხელისუფლებას განახორციელოს „სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებისა და  სიძულვილით მოტივირებული სხვა შემთხვევების დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიება“.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8