Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობა ტელეკომპანია „მაესტროს“ აკრიტიკებს
Civil Georgia, Tbilisi / 21 მაი.'14 / 13:04

ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ინფორმაციის გაშვებიდან ორ დღეში მთავრობამ და შემდეგ ცალკე განცხადებაში პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარტიამ ტელეკომპანია გააკრიტიკეს და მის ინფორმაციას „ტენდენციური“ უწოდეს.  

ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოველკვირეულ გადაცემაში, რომელსაც ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვება, 18 მაისს რამდენიმე სიუჟეტი გავიდა – ზოგიერთი მათგანი მიმოიხილავდა იმას, თუ როგორ ასრულებს კოალიცია ქართული ოცნება თავის წინასაარჩევნო დაპირებებს, ხოლო სხვები „ნეპოტიზმის მანკიერ პრაქტიკას“ ეხებოდა როგორც ამჟამინდელ, ისე წინა ხელისუფლებაში.  ეს სიუჟეტები ასევე შეიცავდა თბილისის ქუჩებში ჩაწერილ ინტერვიუებს, რომლებშიც ბევრი რესპონდენტი ამბობდა, რომ ქართული ოცნება ვერ ასრულებს თავის წინასაარჩევნო დაპირებებს.

20 მაისს მთავრობის პრესსამსახურმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „აშკარად ტენდენციური“ იყო.

„გადაცემის მსვლელობისას, ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. ამ სიცრუის გამყარებისთვის მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.  

„ობიეტურობაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტს, ალბათ, არ უნდა გამორჩენოდა, რა მძიმე მემკვიდრეობა დახვდა ახალ ხელისუფლებას და ორ წელიწადში უკვე არსებობს თვალსაჩინო შედეგი, რომელსაც ყოველდღე გრძნობს მოსახლეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია ის საკითხები, სადაც მთავრობის თქმით, სერიოზული წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდა, მათ შორის სასამართლო სისტემის, მედიის და ბიზნესის გათავისუფლება, ასევე ჯანდაცვის რეფორმა და საყოველთაო დაზღვევის შემოღება (ეს უკანასკნელი ძირითადად პოზიტიური კუთხით იყო ნახსენები „მაესტროს“ გადაცემაში); „სამართლიანობის აღდგენასთან“ დაკავშირებით განცხადებაში ნათქვამია: „დაკავებულია არაერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული უმძიმესი დანაშაულისთვის“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე და არანაკლებ მძიმე პოლიტიკური ბრძოლებისა და კოჰაბიტაციის პირობებში, ცხადია, ვერ იქნებოდა მიღწეული ყველა სასურველი შედეგი. თუმცა, აშაკარად ჩანს პოზიტიური ტენდენციები და 4-წლიანი ციკლისთვის მთავრობის დანაპირების შესრულება სრულიად რეალისტური და ოპტიმისტურია“.

„ჩვენ არ გვაქვს პასუხი, რა მოტივაცია ამოძრავებდა ტელეკომპანია ,,მაესტროს" და მის ჟურნალისტს, რომ ტენდენციურად წარმოეჩინა რეალობა. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოება თავად განსჯის და შეაფასებს, რას ენდოს და რას - არა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე 20 მაისს პარტიამ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ჟურნალისტებს კოალიციის პრესსპიკერმა წაუკითხა და რომელშიც ნათქვამია, რომ „არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან იმატა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებისა და მისი ლიდერების მიმართ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულმა ცილისმწამებლურმა ბრალდებებმა“.

„ამის ცალსახა დადასტურებაა ვახო სანაიას გადაცემა „რეპორტაჟში“ გასული სიუჟეტი ნეპოტიზმის შესახებ... სიუჟეტი იმდენად აბსურდული იყო, რომ საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი ლექსო თამაზაშვილიც კი [ქართული ოცნების დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის ცოლის ძმაა] ნეპოტიზმის შედეგად დასაქმებულად მოიხსენიეს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში, „აღსანიშნავია, რომ სიუჟეტი ფაქტობრივ ცდომილებებზე იყო აგებული. თანამდებობის პირად მოხსენიებული ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ მუშაობს საჯარო სექტორში“.

„ძალიან სამწუხარო იქნება თუ ტელეკომპანია „მაესტრო“ ჩადგება იმ მედიასაშუალებების რიგში, რომლებიც მათ ხელთ არსებულ ტრიბუნას, არაობიექტური ინფორმაციის ტირაჟირებისთვის იყენებენ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

18 მაისს თავისი ერთსაათიანი გადაცემის ბოლოს სანაიამ ხუმრობით მიმართა მაყურებელს: „მგონი საკმარისზე მეტი ადამიანი გადავიკიდეთ დღეს“.

„არ მეგონა, თუ ჩემი ეს ხუმრობა სიმართლედ ასე მალე, სულ რაღაც ორ დღეში იქცეოდა“, – განაცხადა მან ღიმილით 20 მაისს "მაესტროს" მთავარ საინფორმაციო გადაცემაში, სადაც ის თანაწამყვანია და რომელშიც მან დაიცვა ორი დღის წინ მის გადაცემაში გასული სიუჟეტები. 

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ თავის განცხადებაში გამოყენებული რიტორიკა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად შეიძლება შეფასდეს.

„ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი მედიაგარემო სწორედ იმას გულისხმობს, რომ მედიასაშუალებების მიერ გამოთქმული განსხვავებული და კრიტიკული აზრი მთავრობის თავდასხმის მიზეზი არ ხდება“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37