Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კრემლი სოხუმში პოლიტიკური კრიზისის ფონზე საკუთარ წარმომადგენელს აგზავნის
Civil Georgia, Tbilisi / 28 მაი.'14 / 13:36

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ვლადისლავ სურკოვი სოხუმში ჩავა აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს და ოპოზიციას შორის არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, განუცხადა სეპარატისტული რეგიონის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ „აფსნიპრესს“ ოთხშაბათს.

აშუბას თქმით, სურკოვთან ერთად, რომელიც სოხუმს გასულ კვირასაც სტუმრობდა, სეპარატისტული რეგიონში ასევე ჩავა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი. 

ოპოზიციის ლიდერები კვლავ აკონტროლებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც მომიტინგეებმა, რომელთაც ანქვაბის გადადგომა სურთ, გასულ ღამეს დაიკავეს.

ანქვაბმა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვება მოუხდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეები შენობაში შეიჭრნენ, განუცხადა „ინტერფაქსს“, რომ ის „მზადაა დიალოგისთვის“ ოპოზიციასთან. მისი თქმით, ის აფხაზეთში რჩება, თუმცა მისი ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოპოზიციის ლიდერები, რომელთაც 27 მაისს სოხუმის ცენტრში რამდენიმე ათასი მომიტინგის მობილიზება მოახდინეს, ანქვაბს „ავტორიტარულ“ მმართველობაში, რუსული ფინანსური დახმარების არასწორ ხარჯვაში ადანაშაულებენ და პრეზიდენტის გადადგომასთან ერთად ასევე მოუწოდებენ საკონსტიტიუციო რეფორმების გატარებისკენ, რათა პარლამენტს უფლებამოსილება გაეზარდოს.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, სეპარატისტული რეგიონის პარლამენტი დღეს საგანგებო სხდომას მართავს არსებული პოლიტიკური კრიზისის განსახილველად.  

იმავდროულად, ანქვაბის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა პარტიამ „ამცახარამ“ დღეს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე სოხუმში აქციის გამართვისკენ მოუწოდა.

გამოეხმაურა რა ანქვაბის განცხადებებს, „ამცახარამ“ განაცხადა, რომ ოპოზიციის ქმედებები, მათ შორის სამთავრობო შენობის აღება „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა“.  

„ოპოზიციის ლიდერების მიზანი სიტუაციის დესტაბილიზაციაა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში მოსასვლელად“, – ნათქვამია „ამცახარას“ მიერ 28 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელში ჩაგდების შემდეგ იქ შეკრებილი ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ლიდერები, რომლებიც ოთხ პოლიტიკურ პარტიას და შვიდ საზოგადოებრივ მოძრაობას წარმოადგენენ, კვლავ დაჟინებით მოუწოდებდნენ ანქვაბის გადადგომისკენ.

ოპოზიციის ერთ–ერთმა მთავარმა ფიგურამ, რაულ ხაჯიმბამ, რომელიც კგბ–ს ყოფილი ოფიცერია და რომელიც 2005–2009 წლებში სეპარატისტული რეგიონის ვიცე–პრეზიდენტი იყო, განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭო „პასუხისმგებლობას იღებს“ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის უზრუნველყოფაზე.

„მათ, ვისაც ამ ქვეყნის ლიდერები ერქვათ, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ისევ შემოვიდნენ ამ შენობაში“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

„პრეზიდენტი გაიქცა... ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვიქნებით იმ ხალხის წინაშე, რომლებიც ამ შენობის გარეთ დგანან“, – განაცხადა ბიზნესმენმა და აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ ბესლან ბუთბამ.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19