Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სურკოვი მიესალმება აფხაზეთში ‘კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას’
Civil Georgia, Tbilisi / 2 ივნ.'14 / 12:00

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რომელმაც სეპარატისტულ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლის როლი შეასრულა, რასაც აფხაზეთის ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომა მოყვა, მიესალმა „კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას“ და კიდევ ერთხელ გამოხატა მოსკოვის მიერ „სრული ფინანსური და სამხედრო“ მხარდაჭერის გაგრძელების სურვილი.

„პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დაგეგმვა აფხაზეთის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შედეგია. მთავარი მიზანი მიღწეულია – კრიზისი მშვიდობიანად მოგვარდა“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ სურკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

„სტაბილურობა შენარჩუნდა მოლაპარაკებების პროცესის ყველა მონაწილის სიბრძნის და პასუხისმგებლობისა და ალექსანდრე ანქვაბის დიდსულოვანი გადაწყვეტილების წყალობით“, – განაცხადა მან.

„ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და საწარმო მუშაობს. ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის არავითარი დაბრკოლება არ არსებობს. რუსეთი განაგრძობს მოძმე აფხაზეთთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რესპუბლიკის  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან [პარლამენტის სპიკერთან ვალერი ბგანბასთან], პარლამენტთან და შეცვლილ მთავრობასთან.  რუსეთი უზრუნველყოფს აფხაზი ხალხისთვის სრული ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენას“, – განაცხადა სურკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვლადისლავ სურკოვი თავის თანაშემწედ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში 2013 წლის სექტემბერში დანიშნა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20