Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართულ-ამერიკული ყოველწლიური ერთობლივი წვრთნები
Civil Georgia, Tbilisi / 9 ივნ.'14 / 15:50

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე ერთობლივ წვრთნებში Agile Spirit 2014 აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350-მდე სამხედრო მოსამსახურე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი მონაწილეობს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 9 ივნისს. 

Agile Spirit–ის წვრთნები ყოველწლიური სამხედრო მომზადებაა, რომელიც აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ასევე მოიცავს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამასაც, რომლის ფარგლებშიც, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის გადიან წვრთნებს. პირველი ასეთი სწავლება 2011 წელს გაიმართა.

„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი წვრთნები, რომელიც ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მტკიცეა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლება ნატოს სტანდარტებთან“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა 9 ივნისს წვრთნების დაწყების ცერემონიაზე.

სამხედრო სწავლების “Agile Spirit 2014”-ის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს შეასრულებენ: ჩხრეკა-კონტროლი, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა, რაიონის გაწმენდა ამბოხებულებისგან, პატრულირება, საცეცხლე მომზადება და ა.შ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სწავლება სამ ფაზად ჩატარდება და წვრთნების აქტიური ფაზა 19 ივნისს დასრულდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35