Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკო: ამომრჩეველთა რაოდენობა 3 429 748 შეადგენს
Civil Georgia, Tbilisi / 10 ივნ.'14 / 15:15

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოში ამომრჩეველთა დაზუსტებული რაოდენობა 3 429 748-ს შეადგენს. 

ეს მონაცემი დამუშავების შედეგად 61 357-ით ნაკლებია იმ მაჩვენებელზე, რომელიც ცესკომ თავდაპირველად 19 აპრილს გამოაქვეყნა.

შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 537 719-ს, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 3 613 851-ს შეადგენდა.

ცესკოს მონაცემები ასევე შეიცავს ამომრჩეველთა რაოდენობას 73-ვე ოლქში, საიდანაც უმსხვილესია ქუთაისი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 153 537–ს შეადგენს; შემდეგ მოდის თბილისის სამგორის და გლდანის ოლქები 132 697 და 132 358 ამომრჩევლით, შესაბამისად; ხოლო უმცირესი ოლქებია ყაზბეგი 5 242 ამომრჩევლით და ლენტეხი 5 916 ამომრჩევლით.

ქვემოთ მოცემულია ამომრჩეველთა რაოდენობა რეგიონების და ოლქების მიხედვით:

თბილისი – 918 667

სამგორი – 132 697
გლდანი –132 358
ნაძალადევი – 125 880
საბურთალო – 117 607
ისანი – 104 543
ვაკე – 93 014
დიდუბე – 65 226
ჩუღურეთი – 56 118
მთაწმინდა – 50 106
კრწანისი – 41 118

იმერეთის რეგიონი – 548 240

ქუთაისი – 153 537
ზესტაფონი – 56 108
წყალტუბო – 52 087
სამტრედია – 47 321
ჭიათურა – 44 542
საჩხერე – 44 018
თერჯოლა – 34 567
ვანი – 26 284
ხონი – 23 484
ტყიბული – 23 184
ბაღდათი – 22 924
ხარაგაული – 20 184

ქვემო ქართლის რეგიონი – 391 902

რუსთავი – 104 456
მარნეული – 96 000
გარდაბანი – 71 192
ბოლნისი – 56 163
დმანისი – 22 301
წალკა – 20 997
თეთრიწყარო – 20 793

სამეგრელო– ზემო სვანეთის რეგიონი – 346 335

ზუგდიდი – 120 028
სენაკი – 40 932
ფოთი – 40 656
მარტვილი – 33 640
წალენჯიხა – 30 383
ხობი – 28 482
ჩხოროწყუ – 22 509
აბაშა – 21 463
მესტია – 8 242

კახეთის რეგიონი – 307 800

თელავი – 55 912
გურჯაანი – 54 147
საგარეჯო – 45 533
ლაგოდეხი – 39 013
სიღნაღი – 30 949
ახმეტა – 30 429
ყვარელი – 29 195
დედოფლისწყარო – 22 622

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა  – 301 589

ბათუმი – 132 277
ქობულეთი – 67 912
ხელვაჩაური – 46 719
ხულო – 23 915
ქედა – 15 679
შუახევი – 15 087
 
შიდა ქართლის რეგიონი – 235 930

გორი – 109 517
ხაშური – 49 382
კასპი – 39 868
ქარელი – 37 163
 
სამცხე–ჯავახეთის რეგიონი – 145 260

ახალქალაქი – 38 016
ახალციხე – 34 467
ბორჯომი – 26 681
ნინოწმინდა – 20 960
ადიგენი – 15 426
ასპინძა – 9 710

გურიის რეგიონი – 112 092

ოზურგეთი – 63 552
ლანჩხუთი – 29 889
ჩოხატაური – 18 651

მცხეთა–მთიანეთის რეგიონი – 86 391

მცხეთა – 44 199
დუშეთი – 26 057
თიანეთი – 10 893
ყაზბეგი – 5 242

რაჭა–ლეჩხუმის რეგიონი – 35 542

ამბროლაური – 11 717
ცაგერი – 11 425
ონი – 6 484
ლენტეხი – 5 916

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24