Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურამ საარჩევნო საჩივრების მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა
Civil Georgia, Tbilisi / 12 ივნ.'14 / 16:51

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტებზე სავარაუდო ზეწოლის 80 ფაქტი გამოიკვლია, საიდანაც 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა გამოკითხვისას არ დაადასტურეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ან სხვა პირთა მხრიდან შესაძლო ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაცია, ხოლო დანარჩენ ოთხ შემთხვევაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ზემოქმედების ნიშნების გამოკვეთის გამო.

პროკურატურამ თავის განცხადებაში, რომელიც 12 ივნისს გამოქვეყნდა, კონკრეტულად არ დაასახელა ის ოთხი შემთხვევა, რომელზეც გამოძიება დაიწყო. 

ფაქტების შესწავლა სამართალდამცავებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც არჩევნებზე დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა,  ცესკომ  და უწყებათაშორისმა კომისიამ მათ სავარაუდო ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე, რაც ძირითადად კანდიდატების მიმართ არჩევნებიდან გამოთიშვის იძულებას უკავშირდებოდა, სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდეს დაახლოებით ორი კვირის წინ.

12 ივნისს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მან 100-ზე მეტი პირი გამოკითხა, მათ შორის შესაძლოა ზეწოლის განმახორციელებლები და „მსხვერპლები“, ასევე უშუალოდ გადაამოწმა ფაქტები, რომელშიც შესაძლო მუქარასა და ზეწოლაში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ამხელდნენ. პროკურატურის თქმით, ერთ-ერთი ფაქტის გამოკვლევის პროცესს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელიც დაესწრო, რომლის წინაშეც კანდიდატმა ზეწოლის ფაქტი უარყო. 

ზოგიერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პროკურატურას უფრო სიღრმისეულად უნდა გამოეძია სავარაუდო ზეწოლის ფაქტები და მხოლოდ გამოკითხვის ნებაყოფლობითი ხასიათის პროცედურით არ უნდა შემოფარგლულიყო.

პროკურატურის განცხადებაში ასევე მოყვანილია ოზურგეთში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნის თაობაზე შესწავლილი კონკრეტული ფაქტი. პროკურატურის თქმით, კანდიდატმა განმარტა, რომ მან კანდიდატურა თავიდანვე ფორმალურად დააყენა მისი მეგობრის, ოზურგეთის ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თხოვნით, რომელმაც აუხსნა, რომ „ნებისმიერ დროს შეეძლო კანდიდატურის მოხსნა“.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს, მოუწოდა პროკურატურას გაარკვიოს ჰქონდა თუ არა  ნაციონალურ მოძრაობას წინასწარ დაგეგმილი გარკვეული კანდიდატების დაყენება და შემდეგ მათი მოხსნა „ზეწოლის მოტივით“.

მან ასევე მოუწოდა სამართალდამცავებს ოთხ საქმეზე დაწყებული გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს და ასევე ინტენსიურად გააგრძელონ სხვა სავარუდო ზეწოლის ფაქტების გამოკვლევა.

სხვა საკითხებთან ერთად, მან ასევე დაგმო წინასაარჩევნო კამპანიის დროს „პოლიტიკური ბრძოლის მიუღებელი მეთოდის“ გამოყენების მცდელობა, როცა, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა გარდაბანში მომხდარი „ყოფითი კონფლიქტის ეთნიკურ-პოლიტიკურ კონტექსტში“ წარმოჩენას შეეცადა.

„მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შტაბებს უზრუნველყონ შიდა პარტიული დისციპლინა, დასერიოზულდნენ და მკაცრად გააკონტროლონ თავიანთი კანდიდატების, აქტივისტებისა და შტაბების წევრების ქცევა“, - განაცხადა წულუკიანმა 12 ივნისს პრესკონფერენციაზე.

„არცერთი პარტიის არცერთ კანდიდატს, აქტივისტს არ აპატიებს ჩვენი ქვეყანა უპასუხისმგებლო ქცევას, ხოლო კანონდარღვევები მათი მხრიდან სამართალდამცავების მიერ იქნება მკაცრად სანქცირებული“, - დასძინა მან.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31