Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკოს თავმჯდომარე პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს არ შექმნან შეფერხებები ხმების დათვლის პროცესში
Civil Georgia, Tbilisi / 15 ივნ.'14 / 21:40

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს არ შექმნან შეფერხებები ხმების დათვლის მიმდინარე პროცესში და აღნიშნა, რომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას ცესკო შუაღამის შემდეგ დაიწყებს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია აუცილებლად ზედმიწევნით ზუსტად და აკურატულად დაითვლის ამომრჩევლების ნებას და შესაბამისად ასახავს ოქმებში“, - განუცხადა მან ტელეკომპანია „მაესტროს“.

„ალბათ დღეს შუაღამიდან შევძლებთ წინასწარი მონაცემებზე მუშაობას და პერიოდულად ამ წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას... და ჩვენ უკვე გვეცოდინება სად იქნება მოსალოდნელი მეორე ტური და სად არ იქნება“, - აღნიშნა მან.

ჟვანიას განცხადებით, პარტიებს ეგზით პოლების შედეგებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, „შეუძლიათ ჰქონდეთ გამარჯვების განცდა“, მაგრამ დასძინა, რომ  „ეგზით პოლები ტრადიციულად ერთი ერთში არასდროს ემთხვეოდა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს“.

ეგზით პოლების შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში, ისევე როგორც სულ ცოტა ოთხ თვითმმართველ ქალაქში, შესაძლოა მეორე ტურის ალბათობა იყოს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31