Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლომ არ დააკმაყოფილა უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის შუამდგომლობა
Civil Georgia, Tbilisi / 2 ივლ.'14 / 15:18

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 ივლისს არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერისა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევის თაობაზე.

პროკურატურა ასევე სთხოვდა სასამართლოს, რომ უგულავასთვის პრევენციული ზომის სახით 50 000 ლარიანი გირაო შეეფარდებინა მის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით  ბიუჯეტის კუთვნილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე.

შუამდგომლობა უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის თაობაზე მიზნად ისახავდა მისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობის მოკლებას.

უგულავამ, რომელსაც სხვა რამდენიმე საქმეზეც აქვს ბრალი წაყენებული, უკვე რამდენჯერმე დატოვა ქვეყანა და დაბრუნდა უკან მას შემდეგ, რაც მას 2013 წლის თებერვალში პირველად წაუყენეს ბრალი. თუმცა, მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ამჯერად პროკურატურამ „ინფორმაცია მიიღო“, რომ უგულავა საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებდა.

უგულავამ განაცხადა გასულ კვირას, რომ ის „სამუშაო ვიზიტებს“ გეგმავდა ლონდონში, შემდეგ კი კიევში, სადაც დედაქალაქის მერს ვიტალი კლიჩკოს უნდა შეხვედროდა, რის შემდეგაც ის კიშინიოვში 3 ივლისს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მიიღებდა მონაწილეობას.

სასამართლო მოსმენის წინ უგულავამ განაცხადა, რომ არ აპირებს პრემიერ ღარიბაშვილს ან ვინმეს ხელისუფლებაში მიანიჭოს „ბედნიერება“ იმით, რომ  „წავიდე, არ დავბრუნდე და ამითი სალაპარაკო მივცე მათ“. მისივე თქმით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, რომელსაც ის უარყოფს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს, წარმოადგენს ხელისუფლების მცდელობას გააცოცხლოს „პოლიტიკურად მომაკვდავი“ დავით ნარმანია, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, რომელიც მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელიას დაუპირისპირდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23