Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურები ჩააგდო
Civil Georgia, Tbilisi / 1 აგვ.'14 / 19:05

პარლამენტმა 1 აგვისტოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ორი კანდიდატურა ჩააგდო, რომლებიც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა, რომლის თქმითაც დეპუტატების ეს გადაწყვეტილება „აბსოლუტურად გაუგებარია“.

ნინო ბაქაქურმა და ზურაბ ძლიერიშვილმა,რომლებიც უზენაეს სასამართლოში ორ ვაკანტურ ადგილზე იყვნენ წარდგენილები, 29 და 27 ხმა მიიღეს, შესაბამისად. მათ დასამტკიცებლად სულ ცოტა 76 ხმა იყო საჭირო.

ქართული ოცნების დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში აზრი ამ კანდიდატებზე „გაიყო“ და არანაირი შეხვედრა არ გამართულა ქართული ოცნების დეპუტატების მონაწილეობით ამ საკითხზე ერთობლივი პოზიციის შესათანხმებლად. ქუცნაშვილმა კენჭისყრამდე ხანმოკლე კონსულტაცია ითხოვა, თუმცა მისმა კოლეგებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ეს შემოთავაზება არ დააკმაყოფილეს.

„მე გულწრფელად მიკვირს, რაც მოხდა მოსამართლეებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მთელი მსოფლიო სწორედ ჩვენს სასამართლო სისტემას ყურადღებით ადევნებს თვალს“, – განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს 1 აგვისტოს.

„მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია სწორედ რომ მიუკერძოებლობის, პოლიტიკური ნეიტრალობის და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე არჩევს მოსამართლეებს. შესაბამისად, ჩვენს მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატები, რომელთაც – მინდა ხაზგასმით ავღნიშნო – კომიტეტზე მიიღეს მხარდაჭერა, დღეს ეს კანდიდატურები ჩავარდა პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, იმის თქმა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში კოორდინაციის ნაკლებობაა, საპატიო მიზეზი არ არის, რადგანაც კანდიდატებმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის 23 ივლისის სხდომაზე მხარდაჭერა მიიღეს.

„თუ ვსაუბრობთ კოორდინაციაზე, კომიტეტი, მე ვფიქრობ, ადეკვატური ადგილია კოორდინაციისთვის. ასეთი კოორდინაცია გავლილი იყო. შესაბამისად, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ პროფესიონალი, მიუკერძოებული და სამაგალითო მოსამართლეები დღეს პარლამენტმა ჩამიგდო“, – განაცხადა მარგველაშვილმა.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15