Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილს გაფლანგვასთან დაკავშირებით ბრალი წარედგინება
Civil Georgia, Tbilisi / 13 აგვ.'14 / 13:12

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა ოთხშაბათს, რომ 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე პერიოდში 8.83 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით გამოტანილი იქნა დადგენილება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენის თაობაზე.

სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები, რომელსაც ორ დამოუკიდებელ საქმეზე უკვე აქვს წარდგენილი ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო, იმ ბრალდებებიდან გამომდინარეობს, რომ მან სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი თანხები საკუთარი და თავისი ახლობლების, მეგობრების და ოჯახის წევრების პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

ამგვარი ბრალდებები პირველად 2013 წლის აპრილში გაჩნდა, როდესაც მანამდე გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს საიდუმლო გრიფი მოეხსნა და გასაჯაროვდა; მათ შორის იყო დოკუმენტები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების შესახებ, გადახდის ქვითრები და ანგარიშფაქტურები სასტუმროებიდან და მომსახურების სხვა პროვაიდერებისგან.

ხარჯების შესახებ დოკუმენტები, სხვასთან ერთად, ასევე მოიცავს ფეშენებელურ სასტუმროებში და გამაჯანსაღებელ კურორტებზე დასვენების, კოსმეტიკურ კლინიკებში ვიზიტების და ტანსაცმლის შეძენის ხარჯებს.   

პროკურატურამ განაცხადა 13 აგვისტოს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

პროკურატურის განცხადებით, იმავე საქმეზე ბრალი ასევე წარედგინება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას.

პროკურატურამ განაცხადა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ 2009 წლის აპრილში დაედო, რათა სააკაშვილის „პირადი მიზნებისათვის“ განკუთვნილი ხარჯები საზოგადოების კონტროლს მიღმა დარჩენილიყო.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტისთვის წარდგენილი ახალი, ისევე როგორც ძველი ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს, რომ მისი კლიენტი ხელისუფლების მიერ წაყენებულ ამ ბრალდებებს,  რომელსაც შარშან გარღვევა ჰქონდა საბიუჯეტო შემოსავლებში, „ცინიკურად“ მიიჩნევს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, რომელიც პროკურატურამ 13 აგვისტოს დაიბარა, ასევე უარყოფს რაიმე კანონდარღვევას.

პროკურატურამ განაცხადა, რომ გარდა იმ ხარჯებისა, რომელიც გამომძიებლებმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვად მიიჩნიეს, ასევე მიმდინარეობს გამოძიება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და  საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს  ბიუჯეტებიდან 2009–2012 წლებში 20 მილიონი ლარის ხარჯვასთან დაკავშირებით.

ეს ერთ–ერთი ბოლო ბრალდებაა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს ბოლო ორი კვირის მანძილზე წაუყენეს.

სააკაშვილს ივლისის ბოლოს ბრალი წარედგინა საქმეზე, რომელიც ეხება მისი პრეზიდენტობის დროს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“.  სასამართლომ 2 აგვისტოს მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

5 აგვისტოს პროკურატურამ ექს–პრეზიდენტს ახალი ბრალდებები წაუყენა 2005 წელს მაშინდელ ოპოზიციურ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17