Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმი აღიარებას ბელარუსსა და ყაზახეთს თხოვს
Civil Georgia, Tbilisi / 22 აგვ.'14 / 16:14

სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ წერილები გაუგზავნა ბელარუსისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ნურსულთან ნაზარბაევს, რომელშიც „აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის“ აღიარებას თხოვს.

წერილებში ხაზგასმულია, რომ სოხუმს თავისი წვლილის შეტანა სურს ევრაზიული კავშირის ინტეგრაციულ პროცესებში.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყაზახეთის რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციას, ბელარუსის რესპუბლიკას შორის ინტეგრაციის დინამიკას და ვიმედოვნებთ, რომ იმის ფონზე, რაც ხდება,  ყაზახეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და ბელარუსის რესპუბლიკა შეაფასებენ აფხაზეთის რესპუბლიკის სწრაფებას ხელი შეუწყოს ინტეგრაციულ პროცესებს და დროთა განმავლობაში ჩვენი სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს ევრაზიული კავშირის მშენებლობაში“, - აცხადებს თავის წერილებში ბგანბა, რომელიც სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარეა.

სეპარატისტულმა პარლამენტმა ასევე მიმართა ბელარუსისა და ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოებს აღიარების თხოვნით.

აფხაზეთი ამ დროისთვის რუსეთის, ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს მიერ რჩება აღიარებული.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18